ბრიუსელში გამართულ ნატოს საგანგებო სამიტზე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის გარიცხვა მოითხოვა “დიდი ოცეულიდან”. თუმცა ასეთი ტიპის განცხადებებს ყველა მიეჩვია, უფრო საინტერესო ფრაზა მან უკრაინაში დარეგულირებასთან დაკავშირებით წარმოსთქვა, პრესკონფერენციის ფარგლებში.
კერძოდ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა, რომ “უნდა დათმოს თუ არა უკრაინამ თავისი ტერიტორიების ნაწილი, ვითარების დარეგულირების მიზნით?”, რაზეც აშშ პრეზიდენტის პასუხი ასეთი იყო: “მხოლოდ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, ამას გააკეთებს თუ არა, ჩვენ არანაირ გადაწყვეტილებას უკრაინის ზურგს უკან არ მივიღებთ. ეს რთული გადაწყვეტილებაა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, პროცესში უკრაინის მთელმა ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა და თავად მიიღოს ამასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება”.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამერიკა სულაც არ ელის ამ ომში რუსეთის დამარცხებას და უკრაინის საზღვრების ცვლილებას არ გამორიცხავს, თან აღნიშნავს, რომ ამჟამად მიმდინარეობს რთული მოლაპარაკებები.