შოლცმა ანტირუსულ სანქციებს უწოდა „ყველაზე მკაცრი“ რაც კი ოდესმე დაწესებულა

გაერომ განაცხადა, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარება გლობალური შიმშილის საფრთხეს ქმნის.

ოლაფ შოლცი – სანქციებთან დაკავშირებით,
ქვეყნებს, რომლებიც გადაწყვეტენ ამგვარი ზომების გამოყენებას, უნდა შეეძლოთ საპასუხო შედეგებთან გამკლავება.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის წევრების მიერ დაწესებული სანქციების “საპირისპირო ეფექტის” შესაძლებლობის შესახებ საუბრობს.

ამის შესახებ შოლცმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შოლცმა ანტირუსულ სანქციებს უწოდა „ყველაზე მკაცრი“ რაც კი ოდესმე დაწესებულა ამ მასშტაბის ქვეყნის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ ქვეყნებს, რომლებიც გადაწყვეტენ ამგვარი ზომების გამოყენებას, უნდა შეეძლოთ საპასუხო შედეგებთან გამკლავება.

„შეიძლება, რომ ეს არ იყოს მოკლევადიანი სანქციები, არამედ იყოს გრძელვადიანი საკითხი, ჩვენ უნდა შევძლოთ გადარჩენა“, – შოლცი.

შოლცმა გაიხსენა ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის საკითხებში რუსეთზე დამოკიდებულებაც.

ამასთან, გაეროს გენერალურმა მდივანმა გუტერეშმა განაცხადა, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარება გლობალური შიმშილის საფრთხეს ქმნის.

წყარო: newposts.ge