ბაიდენის “მარგალიტები” ბრიუსელიდან.
ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ უპასუხებს, თუ “რუსეთი უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს”. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოითხოვა რუსეთის ფედერაციის გამორიცხვა G20-დან და უკრაინის მიწვევა ორგანიზაციის სამიტზე.
ამერიკელმა ლიდერმა ასევე განაცხადა:
– უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა რაიმე ტერიტორიულ დათმობაზე წასვლა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებში.
– რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგები აისახება, მათ შორის ევროპის ქვეყნებზე.
– ჩინეთს ესმის, რომ მისი ეკონომიკური მომავალი უფრო დასავლეთს ეკუთვნის, ვიდრე რუსეთს.
– მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები მსოფლიოში სურსათის დეფიციტს გამოიწვევს, აშშ და ევროკავშირი მუშაობენ პრობლემის შესამსუბუქებლად.
წყარო: ptn.ge