რამდენი პროცენტი “ქლიავია” საქართველოში? ამ კითხვაზე პასუხს “გორბის” სოციოლოგიური კვლევა იძლევა, თუკი ოდნავ უფრო ჩავუღრმავდებით უკრაინის ომის თემაზე დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს…
GORBI-ს კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: „თქვენი აზრით, რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში ვინ გაიმარჯვებს?“ პასუხები ასე გადანაწილდა:
უკრაინა – 58,1%;
რუსეთი – 12,2%;
არ იცის/უარი პასუხზე – 29,7%.
კვლევა ტელეიმედის დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა გორბიმ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %.