რას ნიშნავს საფრანგეთის ელჩის გაფრთხილება? თუ მუქარა? -რა თქმა უნდა, საქართველოს მიმართ!

სულ უფრო ძნელად ფარავენ დასავლელი დიპლომატები უკმაყოფილებას, საქართველოს ხელისუფლების პოზიციის მიმართ, არ შეურთდეს ანტირუსულ ისტერიასა და სანქციებს. ამჟამად, თავი საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კალასმა “გამოიჩინა”.

ბიზნესმონიტორი“: საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოვიდა სიტყვით. დიეგო კოლასმა განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ საქართველო ამ რთულ ვითარებაში სწორ ნაბიჯებს გადადგამს და ბიზნესის კეთებისთვის “შავ ხვრელად” არ იქცევა.

კარგად გვესმის, რომ საქართველო გრძნობს თავის მოწყვლადობას და მხედველობაში იღებს ფრთხილ ქმედებებს. ამ ეტაპამდე ვხედავთ, რომ საქართველო თავისი სიტყვებითა და ქმედებებით ადასტურებს სურვილს, რომ საერთაშორისო კოლექტიურ ძალისხმევაში თავისი მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს.

ასევე დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ ასეთ კომპლექსურ გარემოში საქართველო ყურადღებით დააკვირდება, რომ არ გახდეს ბიზნესის საწარმოოდ “შავი ხვრელის” ადგილად, როგორიცაა ტაჯიკეთი. ამაზე გვქონდა საუბარი როგორც პრემიერ-მინისტრთან, ასევე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან,”- განაცხადა დიეგო კოლასმა.

როგორც ვხედავთ, ფრანგები ისევ თავიანთი მოქალაქის – სალომე ზურაბიშვილის გარშემო აწყობენ გეგმებს, ეს გეგმები კი, საფრთხის შემცველია საქართველოსთვის. მათი გაფრთხილებები სინამდვილეში ყრუ მუქარაა. მაგრამ, საქართველომ თავისი ინტერესები უნდა განახორციელოს და არა უცხოელი დიპლომატების დაკრულზე იცეკვოს!