რამდენი “ბაირახტარი” დარჩა უკრაინის ჯარს? – რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემები

დიდი რეკლამა უკეთდება თურქულ უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც სახელწოდებას – “ბაირახტარ” (ქართულად: “მედროშე”) ატარებს და კარგი რეკომენდაცია მოიპოვა 2020 წლის ყარაბაღის ომში. უკრაინა ამ აპარატებზე დიდ იმედებს ამყარებდა.

თუმცა სომხეთის არმია სხვაა, რუსეთის – სხვა. შესბამისად, “ბაირახტარი” სადღაც ალბათ “მაგარია”, მაგრამ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების წინაშე, ჩვეულებრივი ნადავლია.

ყოველ შემთხვევაში, სტატისტიკა ასეთია: უკრაინის განკარგულებაში არსებული 36 უპილოტო საფრენი აპარატი “ბაირახტარ ტბ-2”-იდან განადგურებულია 35. ამოცანა გვეკითხება: რამდენი “ბაირახტარ ტბ-2” დარჩა უკრაინას? სწორი პასუხია: ერთი.

მონაცემებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს, ამიტომ, შესაძლოა “რუსულ პროპაგანდასთან” გვქონდეს საქმე – ამით დავამშვიდოთ უკრაინის ტრფიალები.

აღნიშვნის ღირსია, რომ “ბაირახტარებთან” ბრძოლის გამოცდილება რუსებს უკვე წინა წლებში დაუგროვდათ, როდესაც უკრაინა დონბასის დასაბომბად იყენებდა ამ აპარატებს. “ბაირახტარების” ჩამოგდება რუსებმა რომ იციან, ამას ვლადიმირ პუტინიც აღნიშნავდა ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერში.

აქვე წყარო, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ბრიფინგიდან, რომელიც 25მარტს შედგა და უკრაინაში წარმოებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის 1 თვის შედეგებს მიეძღვნა (და იქ გაჟღერდა 35 განადგურებული “ბაირახტარის” შესახებ ინფორმაცია: “ტვ ზვეზდა“.