რუსულმა არმიამ კიევის ოლქში ქ. სლავუტიჩი დაიკავა, ნაციონალისტი მერი ხელისუფლებას ჩამოაშორა

რუსული ჯარები კიევის ოლქის ქალაქ სლავუტიჩში შევიდნენ, – ამ ინფორმაციას უკრაინის ხელისუფლება ავრცელებს.

კიევის რეგიონული სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე პავლიუკმა განაცხადა, რომ “ოკუპანტებმა” ქალაქის ჰოსპიტალი აიღეს. ალექსანდრე პავლიუკის განცხადებით, რუსებმა ქალაქის მერი იური ფომიჩევი გაიტაცეს.

მისი თქმით, ქალაქის მცხოვრებლები რუსეთის შეჭრას აპროტესტებენ და ქალაქის მთავარ მოედანზე სკანდირებენ – “სლავუტიჩი უკრაინაა”, “დიდება უკრაინას”. იპნ

უშველის თუ არა კიევის რეჟიმს შეძახილები, მალე გამოჩნდება. სამხედრო მიმომხილველი იური პოდოლიაკა კი დარწმუნებულია, რომ რუსები იწყებენ დაკავებულ ტერიტორიებზე არსებულ დასახლებულ პუნქტებში რუსული ადმინისტრაციის შექმნას, რაც ძალზე აშინებს კიევის რეჟიმს.