საფრანგეთი აპირებს ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნოს ღია არხები რუსეთთან

საფრანგეთი აპირებს ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნოს ღია არხები რუსეთთან დიალოგისა და ქვეყნებს შორის ურთიერთობების შესანარჩუნებლად.

საფრანგეთი აპირებს ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნოს ღია არხები რუსეთთან დიალოგისა და ქვეყნებს შორის ურთიერთობების შესანარჩუნებლად. ამის შესახებ პარასკევს საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაბრიელ ატალმა რადიო France Enfo-ს ეთერში განაცხადა.

“რუსეთი არსად გადავა – ის ჩვენი მეზობელია და ასე დარჩება. რუსეთთან ურთიერთობა ნებისმიერ შემთხვევაში შენარჩუნდება” – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

მან აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რეგულარულად საუბრობს სატელეფონო ზარით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, „მათ შორის, პრეზიდენტი [უკრაინის] ვლადიმირ ზელენსკის თხოვნით“. „ზელენსკი რეგულარულად სთხოვს მაკრონს, დაურეკოს პუტინს, რომ შუამავალი იყოს და დაეხმაროს ორ ლიდერს შორის კონტაქტის შენარჩუნებაში“ – თქვა ატალმა.

საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, პუტინსა და მაკრონს შორის კონტაქტები „ზოგიერთ დეტალზე ან ზოგად მიმართებაში გარკვეული პროგრესის მიღწევის საშუალებას იძლევა“. მაგალითად, მან მოიყვანა მოლაპარაკებები უკრაინაში ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ამ პროცესში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ჩართვის შესახებ.

ატალმა ასევე კომენტარი გააკეთა ჟან-ლუკ მელენშონის, პარტია დაუმორჩილებელი საფრანგეთის კანდიდატის წინადადებაზე, უკრაინაში გაეროს სამშვიდობოების გაგზავნის აუცილებლობის შესახებ ბირთვული ობიექტების დასაცავად. მან გაიხსენა, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს გაეროს უშიშროების საბჭო და რუსეთი ამ ორგანოს მუდმივი წევრია და მისი თანხმობის გარეშე ეს შეუძლებელია.

– “ახლა იმის თქმა, რომ რომელიმე შემდეგი ეტაპი განიხილება წითელი ხაზის გადაკვეთაზე, ნიშნავს იმას, რომ მანამდე ყველაფერი დასაშვები იყო“ – თქვა მან და უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, განიხილავს თუ არა საფრანგეთი ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებას, როგორც ე.წ. წითელი ხაზი ან ბაქტერიული იარაღი უკრაინაში კონფლიქტის დროს. ატალმა თქვა, რომ ეს მიდგომა არ მიიჩნია სწორად და გაიხსენა, რომ საომარი მოქმედებების თავიდანვე დასავლეთის ქვეყნებმა დაგმეს რუსეთის ქმედებები, სწრაფად დააწესეს სანქციები და ასევე გადაწყვიტეს უკრაინისთვის დახმარებისა და თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდება.

წყარო: ptn.ge