სინამდვილეში რა მოხდა ბერდიანსკის პორტში? მართლა ჩაიძირა რუსული გემი?

უკრაინული პროპაგანდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ბერდიანსკის პორტში რუსული სამხედრო ხომალდი “ორსკი” ჩაძირეს, დიდ ეჭვებს იწვევდა თავიდანვე და ახლა, ფოტომასალის გამოჩენის შემდეგ, ეს ეჭვები მყარდება.

ფოტოზე: ბერდიანსკის პორტი, დაზიანებული გემი “სარატოვი” და კიდევ ერთი, სავაჭრო ხომალდი

 

ჯერ ერთი, ხანძრის გაჩენის ვიდეოზე ჩანს, რომ პორტში არ არის არავითარი საბრძოლო მოქმედებები, არ აქვს ადგილი არც სარაკეტო დარტყმას. რჩება შთაბეჭდილება, რომ პორტში აფეთქდა საწვავით დატვირთული ბაკები, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. სარაკეტო იერიშის შემთხვევაში, აფეთქება უფრო მასშტაბური უნდა იყოს, დარტყმის მიმდებარე ტერიტორიებზე განლაგებული ინფრასტრუქტურაც უნდა დაზარალდეს.  გავრცელებულ ვიდეოზე არანაირად არ ჩანს არუსული ხომალდის ჩაძირვა; პირიქით, ორი სამხედრო ხომალდი, პორტში ხანძრის გაჩენისთანავე მყისიერად ტოვებს პორტს და განრიდებას ახდენს უსაფრთხო მანძილზე.

ყოველივე ეს გასაღდა, როგორც დიდი სამხედრო “გამარჯვება” ზელენსკის რეჟიმის სასარგებლოდ.

დღეს კი, ტელეგრამ-არხებზე (მაგალითად, არხი Colonelcassad) ვრცელდება ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ბერდიანსკის პორტში დგას დაზიანებული გემი “სარატოვი” (და არა “ორსკი”). გემი ჩაძირული არ არის, იგი დაზიანებულია და გრუნტზე დგას. ასევე ჩანს კიდევ რომელიღაც სავაჭრო გემი, რომელსაც კვამლი ასდის. პორტის ინფრასტრუქტურა, შენობა-ნაგებობები უვნებლად გამოიყურება. ფოტო დრონის საშუალებით არის გაკეთებული, როგორც ჩანს, ხანძრის ჩაქრობის შემდეგ.