27 მარტს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მომხდარ პროვოკაციასთან დაკავშირებით ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტი“, „საქართველოს ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირი“ და ასევე სხვა ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:
„გუშინ ნეოლიბერალური მიმერთულების ორგანიზაციებმა, როგორიც არის ალექსეი ნავალნის ორგანიზაცია და მისი მომხრეები, ასევე უკრაინულმა ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა, აშკარად აშშ-ს საელჩოდან წამოსული დირექტივის საფუძველზე თბილისის ზღვის ტერიტორიაზე დაწვეს ვლადიმერ პუტინის ფიტული და ფოტო (იხ. ბმული). აღნიშნული „აქცია“, დემონსტრაციულად მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფას, რაც თავისთავად უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე სერიოზული პროვოკაციაა და საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. ხოლო ადამიანური და მორალური თვალსაზრისით, მსგავს ფაქტს გამართლება არ აქვს და ჩვენ ვგმობთ ამას.
უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროვოკაცია მიმდინარეობდა უკრაინის მთავრობის წარმომადგენლის, კერძოდ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანის ალექსეი დანილოვის საქართველოს ხელისუფლებისადმი მიმართვის ფონზე, სადაც დანილოვი აცხადებს: „საქართველოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი ფრონტის გახსნა დიდად დაეხმარება კიევს“. აშკარაა, რომ როგორც ალექსეი დანილოვი, ასევე ქართული ე.წ. „ოპოზიცია“, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და სხვა მათი სატელიტები, აშშ-ს დავალებით ცდილობენ საქართველო ომში ჩაითრიონ და გაიმეორონ 2008 წლის კონფლიქტი. კარგად გვახსოვს მაშინ ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა ქართველი ერის მტერმა, იმ დროინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც დღესაც ცდილობ ციხიდან პროვოკაციების ორგანიზებას საქართველოს საზიანოდ.
ასევე, მომხდარი პროვოკაცია აშკარად ვანდალიზმი და ხულიგნობაა, რაც ისჯება კანონმდებლობით. აქედან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და უმკაცრესად დაისაჯოს ყველა ის ორგანიზაცია, კერძო პირები, თუ მათი მფარველი პოლიტიკური ძალები, ვინც პროვოკაციებითა თუ სხვა ქმედებებით საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.“ – ნათქვამია „ევრაზიის ინსტიტუტის“ დირექტორის გულბაათ რცხილაძის და „საქართველოს ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის“ თავმჯდომარის გიორგი ირემაძის ერთობლივ განცხადებაში.