ირაკლი კობახიძე – “შიში ნეგატიური დატვირთვის ტერმინია” …

ირაკლი კობახიძე – ძალიან მარტივად შეგიძლიათ დაასკვნათ, რატომ არ უერთდებიან სხვა ქვეყნები სანქციებს, ესკალაციაში შესვლა არავის უნდა, მათ შორის არც ჩვენ.

ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანას ომი თავიდან ავარიდოთ, ესაა ჩვენი პრაგმატული მოსაზრება, მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის ნებისმიერი ომი იქნება ძალიან მძიმე – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სანქციებზე საქართველოს მიერთებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს საკმაოდ რბილი პოზიცია აქვთ.

კობახიძის განცხადებით, ძირითადად სანქციებს ნატო-ს წევრი ქვეყნები შეუერთდნენ.

„საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ საკმაოდ რბილი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. ისინი გაგებით ეკიდებიან ჩვენს პოზიციას და რბილ პოზიციას აფიქსირებენ მათ შორის შიდა შეხვედრებზე. ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული მუდმივი მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ამ შემთხვევაში პირდაპირ ხდები ესკალაციის მონაწილე. ეს ფუფუნება აქვს ნატო-ს წევრ ქვეყნებს და თუ გადახედავთ მსოფლიო რუკას სანქციებია კუთხით, ნახავთ, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები არიან სანქციების თანამონაწილენი. მეტიც, არის ნატო-ს წევრი კონკრეტული ქვეყანა, რომელიც არ მიუერთდა სანქციებს. დამატებით არის რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც განსაკუთრებული თანამშრომლობა აქვს ნატო-სთან და ისინიც არიან უფრო მეტად დაცული, მათ არ აქვთ კონკრეტული რისკები. ძალიან მარტივად შეგიძლიათ დაასკვნათ, რატომ არ უერთდებიან სხვა ქვეყნები სანქციებს. ძალიან მარტივია ამის მიზეზი – ესკალაციაში შესვლა არ უნდა არავის, მათ შორის არც ჩვენ“ – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ომი და საკუთარი მოსახლეობის საფრთხის ქვეშ დაყენება არავის სურს.

„რა თქმა უნდა ეშინიათ და ომი არავის უნდა, არავის უნდა საკუთარი მოსახლეობა დააყენოს საფრთხის ქვეშ. ომის არ უნდა შეგეშინდეს? ომის მგონი, ყველას უნდა ეშინოდეს, ომი გამართლებული შეიძლება იყოს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანას ომი თავიდან ავარიდოთ. ესაა ჩვენი პრაგმატული მოსაზრება. შიში ნეგატიური დატვირთვის ტერმინია, ამ შემთხვევაში საუბარია მაქსიმალურ სიფრთხილეზე, არა ჩვენი თავისთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის შეიძლება ნაკლებად მტკივნეული იყოს კიდევ ომი, ვიდრე მოსახლეობისთვის. ომმა შესაძლოა, კიდეც რაღაც ქულებიც კი მოუტანოს, მაგრამ მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის ნებისმიერი ომი იქნება ძალიან მძიმე და აქედან გამომდინარე ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანას იმი თავიდან ავარიდოთ“ – განაცხადა კობახიმ.

წყარო: itv.ge