„საქართველო – ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, უკრაინის გარდა, სადაც მედია, განსაკუთრებით ტელევიზია, იოტისოდენა ინფორმაციასაც არ გადმოსცემს ხალხის აზრის შესახებ და მხოლოდ ნეონაცისტების, „მეხუთე კოლონის“ პარტიულ ინტერესებს ემსახურება!“ – განაცხადა „პოლიტნავიგატორთან“ ინტერვიუში საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა, ქართველმა პუბლიცისტმა, ჟურნალისტმა და პოლიტოლოგმა არნო ხიდირბეგიშვილმა საქართველოში უკრაინასთან დაკავშირებული მოვლენების კომენტირებისას.
-ბატონო არნო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შეუერთდა ევროპარლამენტის, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მხარდამჭერ რამდენიმე პეტიციას, საქართველოს მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს უკრაინის დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციისთვის სამხედრო ოპერაციის გამო. როგორც GORBI-ს მიერ ჩატარებული სოცგამოკითხვის მონაცემები მოწმობს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს მთავრობის გადაწყვეტილებას – ანტირუსული სანქციების წინააღმდეგ ხმა მისცა გამოკითხულთა 64 %-მა, გამოკითხვის 30,4% არ ეთანხმება ხელისუფლების პოზიციას, 5,2 %-მა კითხვას არ უპასუხა. როგორი იქნება თქვენი კომენტარი?
-ეს მორიგი დასტურია, რომ NDI-სა და IRI-ს გამოკითხვების შედეგები საქართველოში გაყალბებული იყო. ეს ნიშნავს, რომ ნატოში საქართველოს შესვლის წინააღმდეგი და რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული პარტნიორობის მომხრეა მოსახლეობის70% (გამოკითხულთა 64% + 5,2%, რომელმაც თავი შეიკავა, ანუ შეეშინდა საკუთარი აზრის დაფიქსირების). ხოლო ალტერნატიული გამოკითხვების შედეგად საქართველოს მოქალაქეთა 80%-ზე მეტი მხარს უჭერს რუსეთთან მეგობრობისა და დიპურთიერთობების აღდგენას. აღსანიშნავია, რომ იმ საღად მოაზროვნე 64%-ში „ნაცების“ 25%-ია, რაც ძალიან კარგია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მიემხრო „ნაცმოძრაობის“ ამასწინანდელი ლიდერიც გრიგოლ ვაშაძე. თუმცა ქართველ ხალხს ინფორმაციას ვერავინ აწვდის, რადგან ქართული მედია ნაცისტების ხელშია, განსაკუთრებით – ტელეკომპანიები. მსოფლიოში საინფორმაციო ომი მიმდინარეობს! ამიტომაც ჰქონდა გებელსს პროპაგანდისა და განათლების სამინისტრო – საკმარისი არაა ეთერის გათიშვა ექვსი ყველაზე დიდი ქართული ტელეკომპანიისთვის („მთავარი არხი“, „პირველი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „ფორმულა“, „კავკასია“), საჭიროა სასკოლო სახელმძღვანელოების გადაწერაც, რომლებიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გაყალბდა! აი რატომ გადადგა ზელენსკიმ სწორი ნაბიჯები თავისი ნაცისტური პოზიციიდან – გამოაცხადა ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის შესახებ უკრაინაში და შეაჩერა მისთვის არასასურველი ტელეარხებისა და პარტიების საქმიანობა! იგივე უნდა გააკეთოს პრემიერმა ღარიბაშვილმა საქართველოში, ოღონდ არა „პრორუსული“ მედიისა და პარტიების მიმართ, არამედ ნეონაცსიტურის!
საქართველო და უკრაინა ერთადერთი ქვეყნები არიან მსოფლიოში, სადაც მედია იოტისოდენადაც არ გამოხატავს ხალხის აზრს, არ ახდენს საზოგადოების ინფორმირებას, აწვდის დეზინფორმაციას, ემსახურება მხოლოდ ნაციონალ-მოღალატეთა „მეხუთე კოლონის“ ინტერესებს, რომელიც საკუთარ თავს ხან ოპოზიციას და ხანაც – ხელისუფლებას უწოდებს! ამიტომაც ხალხმა, ტრიბუნის არარსებობის პირობებში, ხმა აიმაღლა სოცქსელებში, ქუჩებში და თუ ხელისუფლება ამის გამო პატრიოტებს და არა პროვოკატორებს დააკავებს, ხალხი გაუსწორდება ორპირ ხელისუბლებასაც! მსოფლიოს კიდევ რომელ ქვეყანაში, საქართველოს და უკრაინის გარდა, მედიის თითქმის 100% ფეიკების ფაბრიკაა?! მაგალითად, თუ ქართულ და უკრაინულ ტელევიზიებს დავუჯერებთ, „აზოვი“ ლამის მოსკოვის მისადგომებთან დგას!
– მაშინ როგორ უნდა მოვეკიდოთ საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერს „საქართველოს ულტერნატივო ევროატლანტიკური საგარეო კურსის შესახებ“? საქართველოსა და უკრაინას ხომ უარი ეთქვა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებაზე? რატომ იცავს საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი სპიკერი ამ არასაიმედო უსაფუძვლო პოზიციას? მოგეხსენებათ, პრეზიდენტი ზელენსკი დღეს თავის წინამორბედს, უკრაინის ექს-პრეზიდენტ პოროშენკოს ადანაშაულებს, სწორედ იმიტომ, რომ ამ უკანასკნელმა ანალოგიური ჩანაწერი გააკეთა უკრაინის კონსტიტუციაში, რითაც თითქოსდა ცრუ იმედები გააჩინა – აქაოდა, უკრაინა ამიტომაც სათანადოდ არ იყო მზად რუსეთთან ომისთვის! თუ კიევის ხელისუფლებასაც კი საგარეო პოლიტიკაში კორექტივების შეტანა სურს, რატომ არ აკეთებს ამას საქართველოს ადეკვატური ხელისუფლება?
— ვხვდები, ვის გულისხმობთ უმრავლესობის საპარლამენტო სპიკერებში, ალბათ, ეს დეპუტატი ვოლსკია. მისთვის ეს უკანასკნელი საპარლამენტო ვადაა პოლიტიკაში, სადაც ის გაჭაღარავდა, ამიტომ, შემდგომ პოლიტიკურ კარიერასთან შეუთავსებელი განცხადებების გაკეთებით, ის თავს სწირავს თავისი პოლიტიკური გუნდის – მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სასიცოცხლო ინტერესებს, რომლის ლიდერიც – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს “დანის პირზე” დადის. ნახეთ: ერთ მხარესაა ქართველი ხალხი, რომელიც ირჩევს რუსეთს და მოუთმენლად ელის რუსებს, მეორე მხარეს -ნეონაცისტების ჯგუფი, „მეხუთე კოლონა“, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების სახით და ზემოთ ნახსენები პროპაგანდისტული პარტიული ტელეკომპანიების, რომლებმაც ქართველების არც თუ მცირე ნაწილის ზომბირება მაინც მოახდინეს. თუ ხელისუფლება ღიად დაუჭერს მხარს მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნას, რომელიც განწყობილია რუსეთთან სამეგობროდ, მაშინ კოლექტიური დასავლეთი, შეერთებული შტატები, გამოუცხადებს სანქციებს საქართველოსაც! გადაუკეტავს თუნდაც მცირე, ამერიკულ და ევროპულ ტრანშებს, კრედიტებს… რა მოხდება მაშინ? რუსეთს დღეს უპრეცედენტო ეკონომიკური პრობლემები აქვს, ამიტომ საქართველოს ჯერ ვერ დაეხმარება. შედეგად, შეერთებული შტატები მოაწყობს ახალ სახელმწიფო გადატრიალებას – ქუჩაში გამოიყვანს მშიერ ხალხს, რომელიც დაამხობს ხელისუფლებას, როგორც 2003 წლის ნოემბრის “ვარდების რევოლუციის” დროს.
სამაგიეროდ, უკრაინაში ოპერაციის დასრულების შემდეგ მოსკოვი აუცილებლად ჰკითხავს თბილისს – აბა, რა გადაწყვიტეთ, ძვირფასო ქართველებო? ნეიტრალიტეტი, თუ ისევ მიისწრაფვით ნატოსკენ, სადაც არ გიღებენ? რა მდგომარეობაშია თქვენი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დანადგარები, არის თუ არა ისინი რუსეთის წინააღმდეგ მიმართული? რა არის ნატოს წვრთნების გაგრძელების მიზანი, რისთვის გჭირდებათ ნატოს ცენტრები თქვენს ტერიტორიაზე, როცა ნატო არ დაგეხმარათ 2008 წელს და დღეს არც უკრაინას დაეხმარა? როგორ, ჯერ არ მოახდინეთ თბილისში ბიოლოგიური იარაღის მწარმოებელი ლუგარის ლაბორატორიის ლიკვიდაცია?! მაშინ ჩვენ მოვდივართ თქვენთან, რათა დაგეხმაროთ დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციაში!
სწორედ ამიტომ, დღეს ოფიციალური თბილისის ამოცანაა არ მოახდინოს არც ერთი მხარის პროვოცირება და ამავდროულად არ დააზარალოს საქართველოს ეროვნული ინტერესები.
– მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური თბილისმა უარი თქვა უკრაინაში სამხედრო დახმარების გაგზავნაზე, იქ ქართული არმიის ნაწილების გაგზავნაზე, იქ ბევრი ქართველი იბრძვის. ვინ არიან, რას აკეთებენ იქ? განა ეს არ არის რუსეთისთვის გამაღიზიანებელი საქართველოში ლუგარის ბიოლაბორატორიასთან ერთად?
– იქ არიან საკადრო სამხედროები – საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი ოფიცრები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დონბასში პირველ და მეორე ATO-ში და დარჩნენ იქ საცხოვრებლად და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამსახურში. მაგრამ ძირითადად ისინი არიან ქართველი დაქირავებულები, 21-ე საუკუნის მამლუქები, რომელთა ბაზაა მამუკა მამულაშვილის “ქართული ლეგიონი”, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ თბილისში იმყოფებოდა, სააკაშვილის დაბრუნების – დაკავებისა დროს. უკრაინაში უცხოელ დაქირავებულთა ნახევარზე მეტი ქართველია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%, მათივე აღიარებით, რუსეთის მიერაა ოკუპირებული. მაგრამ ისინი უკრაინაში იბრძვიან, რადგან იქ დღეში 1500-2000 დოლარს უხდიან. მათ არ იციან როგორ იშოვონ სხვა გზით ლუკმაპური ოჯახების სარჩენად, და უცბად მომგებიანი წინადადებაც მიიღეს! თანაც, პოლიტიკური პერსპექტივით… ასე იყო ჯერ კიდევ ოსმალეთის და სხვა აღმოსავლური იმპერიების დროიდან, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ჩაგრავდნენ საქართველოს, მათ ლაშქარშიც ბევრი მამლუქი – ქართველი იყო. უნდა ითქვას, რომ ისინი მამაცურად იბრძოდნენ და ამ დროს სამშობლოში, საქართველოში, მათ ცოლ-შვილს აუპატიურებდნენ, მონებად ყიდდნენ…
ქართველებმა, პირველ რიგში, საქართველოზე უნდა ვიზრუნოთ და არა უკრაინაზე! საიდან ამხელა ამბიციები?! პატარა ღარიბი საქართველო, რომელმაც დაკარგა ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ხოლო ქართველები 150-მილიონიანი რუსეთის ომში 50-მილიონიანი უკრაინასთვის იბრძვიან, ათასობით კილომეტრში იბრძვიან „დასავლური დემოკრატიის იდეალებისთვის“ ერაყში, ავღანეთსა და აფრიკაში! აბა, დაამყარეს დემოკრატია ავღანეთში, საიდანაც აშშ-მა ძლივს გაასწრო და სადაც 32 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და ათასობით დაიჭრა?! იქნებ იმისთვის დაიღუპნენ, რომ საქართველო მიეღოთ ნატოში, რაზეც უკვე მეასედ გვითხრეს უარი?!
ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი – საპარლამენტო უმრავლესობის სპიკერები?! გასულ კვირას უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები თბილისში სამხედრო პატივით დაკრძალეს, მაგრამ რა უთხრეს მათ ოჯახებს, შვილებს, რისთვის დაიღუპნენ – საქართველოსთვის, უკრაინისთვის, აშშ-სთვის, ზელენსკისთვის, ბაიდენისთვის – ვისთვის?! რატომ ესვრიან დღეს უკრაინაში ქართველები რუსებს, უკრაინელებს, ბელორუსებს, ჩეჩნებს?! და როცა უკრაინაში ნეოფაშისტები ლიკვიდირებული იქნებიან, განა არ გვკითხავენ – ძვირფასო ქართველებო, რატომ გვესროდით? ორი სლავი ხალხი ურთიერთობას არკვევდა, თქვენ სად ეტენებოდით?! რას ვუპასუხებთ უკრაინელებს? რომ ვიბრძოდით ტერორისტების მხარეზე, რომლებმაც მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქე მძევლად აიყვანეს – სარდაფებში გამოკეტეს და ჰუმანიტარულ დერეფნებში არ უშვებდნენ?! საქართველოში 2 მილიონამდე ეთნიკური ქართველია, ხოლო მოხუცების, ქალებისა და ბავშვების გამოკლებით ნახევარი მილიონი ახალგაზრდა მამაკაცი ძლივს მოგროვდება! მაშ, რა საჭიროა ერის გენოფონდის ხორცსაკეპ მანქანაში ჩაყრა, რათა საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გაიხსნას აშშ-ის საამებლად, რომელიც რეგიონში ბოლო ფორპოსტებს კარგავს?!
– დაღუპულთა ოჯახებს ეტყვიან, რომ ქართველი სამხედროები დაეხმარნენ უკრაინას, რომელსაც თავს დაესხა რუსეთი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ასევე შემოიჭრა საქართველოში, ამიტომ დაიღუპნენ არა მარტო უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვის…
– საქართველო არ არის სააკაშვილი და უკრაინა არ არის ზელენსკი! ქართველ ხალხს 2008 წელს და დღემდე აშინებენ სააკაშვილის ნაცისტები, ისევე როგორც უკრაინელ ხალხს 2013 წლიდან აშინებენ უკრაინელი ნაცები – პოლიცაები, ბანდერას და შუხევიჩის შთამომავლები, რომლებიც ცოცხლად წვავდნენ ხალხს, კვეთდნენ ორგანოებს, ასხამდნენ წყალს ყინვაში შიშველ რუსულენოვან ხალხს და ჯვარზე ცოცხლადაც აცვეს! უბრალოდ მაშინ, დაჭრილი რუსების ორგანოებით ვაჭრობას ხელმძღვანელობდა სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი, დღეს კი ამ საქმიანობის გაგრძელება სურს სისხლისმსმელ უკრაინელს – “მობილური ჰოსპიტალის” “ექიმს” გენადი დრუზენკოს!
ასე რომ, მშვიდობიანი ქართველების და უკრაინელების დუმილის ქვეშ, სააკაშვილმა და ზელენსკიმ – და არა საქართველომ და უკრაინამ! – საკუთარ ტერიტორიაზე საკუთარი მოქალაქეების განადგურება დაიწყეს. როგორც დამთავრდა მაშინ, ასე დასრულდება ახლაც და ზელენსკი სააკაშვილის გვერდით საკანში ჩაჯდება არა საქართველოში, არამედ რუსეთში, შესაძლოა ნავალნის გვერდითაც. სააკაშვილს ჯერ არ წაუყენებიათ ბრალი 08.08.08 ომში დაღუპული ასობით თანამოქალაქისთვის, მათ შორის 300-მდე ქართველი ჯარისკაცისთვის! და რისთვის დაიღუპნენ ისინი? მერედა, მიზანი მიღწეულია, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მოექცნენ, თუ პირიქით – ახალი ტერიტორიები დაკარგეს?! იმავე კითხვას დაუსვამენ ზელენსკის, თუ მანამდე არ გაიქცევა შეერთებულ შტატებში და გაიყოლებს ამერიკული დახმარების ლომის წილს, როგორც მაშინ სააკაშვილმა ხუთიდან 4,5 მილიარდი დოლარი წაიღო. სხვათა შორის, უზენაესი რადას ზოგიერთმა დეპუტატმა, კერძოდ, მარია მეზენცევამ, თბილისში ოფიციალური წერილი გამოგზავნა სააკაშვილის გათავისუფლებისა და კიევში დაბრუნების მოთხოვნით, როგორც „ერთადერთისა, ვისაც აქვს დიდი საბრძოლო გამოცდილება და დაამარცხა პუტინი“. მიმაჩნია, რომ საჭიროა მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება – “გამოცდილი სარდლები”, უკრაინის მოქალაქეები ზელენსკი და სააკაშვილი ერთად უნდა იყვნენ, სადაც მათ დააკავებენ და მოსკოვს გადასცემენ! დანარჩენ ნაცისტებს კი ჯერ კიდევ აქვთ დრო პოლონეთში გასაქცევად.
– მაგრამ საკმაოდ ბევრი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სააკაშვილის თანამოაზრე, წავიდა უკრაინაში საბრძოლველად და საკმაოდ ბევრი მისი თანაპარტიელი კიევის ხელისუფლებაშია, რა გეგმები აქვთ, რისი იმედი აქვთ?
– ესენი არიან ყოფილი ჩობანები, ოინბაზები და ლაჩრები, ცნობილი თაღლითები და სოფლის ქურდები, რომლებმაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული სააკაშვილის რეჟიმის დროს (ზოგიერთის ფოტო იხილეთ ქვემოთ). როცა რუსეთი გაიმარჯვებს (ვფიქრობ, გამარჯვების დღეს – 9 მაისისთვის ყველაფერი გაირკვევა) და თუ მანამდე ეს კამიკაძე-„კიკაბიძეები“ გადარჩებიან, მათ დააპატიმრებენ და უკრაინაში გაასამართლებენ. ხოლო თუ ისინი შეეცდებიან იქ მოპარული „ჯაველინებით“ დაბრუნდნენ საქართველოში, მაშინ მათ დააკავებენ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე, როგორც საქართველოს მოქალაქეობის არმქონეებს „მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, კერძოდ, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტით – „საქართველოს მოქალაქე კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ კომპეტენტური ორგანოს ნებართვის გარეშე მსახურობს სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში, პოლიციაში, უსაფრთხოების სამსახურში“.
კიევის ფაშისტური რეჟიმი სასწაულებრივადაც რომ გაიმარჯვოს, როგორც ამ ჩობანებს სჯერათ, მათ ისევე გამოყრიან იქიდან, როგორც პრეზიდენტმა პოროშენკომ და ავაკოვმა ერთხელ უკვე გამოაგდეს სააკაშვილი და მთელი მისი ქართული ამალითა და დაშლილ „ქართულ ლეგიონთან“ ერთად! სხვათა შორის, პოროშენკომ ასევე უნდა აგოს პასუხი აშშ-ში გადარიცხულ მილიარდ დოლარზე, რომლითაც ბაიდენმა ის და იაცენიუკი დააშანტაჟა. გახსოვთ ბაიდენის სკანდალური გამოსვლა?! „ექვს საათში მივფრინავ. თუ პროკურორს სამსახურიდან არ გაათავისუფლებთ, ფულს ვერ მიიღებთ. და აჰა, ძაღლიშვილი გაათავისუფლეს!“ – ძაღლიშვილს ბაიდენი უწოდებს უკრაინის მაშინდელ გენერალურ პროკურორს შოხინს, რომელმაც ბაიდენის შვილის, ჰანტერის, მრავალმილიონიანი გაზის მაქინაციის საქმე გახსნა ფირმა „ბურისმა“-ში.
თუმცა, თავხედობითა და ცინიზმით უკრაინის დღევანდელი ხელმძღვანელები ბაიდენს არ ჩამორჩებიან, მაგალითად – ზელენსკი იწვევს ელჩს საქართველოდან, რომლის მთავრობასაც ამორალურს უწოდებს და ამავე დროს მოითხოვს პირდაპირ ჩართვას საქართველოს პარლამენტში, სადაც სიტყვით მიმართავს დეპუტატებსა და მთელ ქართველ ხალხს დიდი ეკრანიდან! ამასობაში მის მიერ „გამოძახებული“ ელჩი დოლგოვი თბილისს არ ტოვებს, ჯინსებში გამოწყობილი რუსთაველის გამზირზე სეირნობს ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე!
2022 წლის 25 მარტი,
თბილისი, 00:22 მოსკოვის დროით
სრულად წაიკითზეთ აქ: http://saqinform.ge/