ჩვენმა რედაქციამ არაერთი ექსკლუზიური ვიდეოკადრი გაავრცელა, უკრაინის ომთან დაკავშირებით. ჩვენ ვავრცელებთ იმას, რასაც ქართულ მასმედიაში არავინ გიჩვენებთ (ჩვენი მეგობარი რამდენიმე გამოცემის გარდა, თუკი ხელი მიუწვდებათ). ამჯერად ვფიქრობდით, გაგვევრცელებინა თუ არა ქვემოთ წარმოდგენილი კადრები. მაგრამ, სანამ ჩვენ ვფიქრობდით, მანამდე ჩვენმა კოლეგებმა “იუტუბის” საშუალებით ატვირთეს ეს მასალები. ალბათ, სჯობს, რომ ქართველებმაც ნახონ სიმართლე, რომელსაც უმალავენ: უკრაინაში გაგანია ფაშიზმია! ფაშიზმია ის, როგორც ეპყრობიან ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეოზე, რუს სამხედრო ტყვეებს – აწამებენ, ხელ-ფეხ-შებოჭილებს ტყვიას ახლიან, ცხვირ-პირ დასისხლიანებულებს თავზე ტომრებს აფარებენ… მეორე ვიდეოზე კი, ახალგაზრდა კაცს, შეიძლება ითქვას – ბიჭს, სასტიკად ცემენ და ცელოფნის პარკებს ახვევენ თავზე , მხოლოდ იმიტომ, რომ იგი თავს რუსად მიიჩნევს და მელიტოპოლში, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე, საპროტესტო მიტინგს ამზადებდა! ეს ბიჭი გამქრალია! და ასეთი სისასტიკე უამრავია “ევროპულ უკრაინაში”!! ყველამ განგაში უნდა ატეხოს ამ მხეცობებზე და საკადრისი ადგილი მივუჩინოთ ფაშისტებს!
მესამე ვიდეოზე რუსი სამხედრო კორესპონდენტის პასუხია ამ საშინელებებზე, შეიძლება ითქვას, ეს რუსეთის ჯარის კოლექტიური აზრიცაა: “რუსი მეომრები არ დავლენ უკრაინელი ფაშისტების დონეზე, უკრაინელ ტყვეებს არასოდეს მოეპყრობიან ასე! მაგრამ, ბრძოლაში დანდობა არ იქნება!” – აფრთხილებენ რუსები ფაშისტებს; “გამოსავალი ერთი გაქვთ – წადით, გაიქეცით, სანამ შეგიძლიათ!” – მოუწოდებენ ისინი დასამარცხებლად განწირულებს.
ყურადღება, 18+ კადრები !!!