საბოლოოდ დადასტურდა ჰანტერ ბაიდენის სკანდალური დოკუმენტების ავთენტურობა

The New York Times-მა საბოლოოდ დაადასტურა ჰანტერ ბაიდენის სკანდალური დოკუმენტების ავთენტურობა.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე New York Post-მა გამოაქვეყნა სკანდალური მსალები საერთაშორისო კორუფციული სქემების შესახებ, რომელშიც ბაიდენის ოჯახი და კერძოდ ჰანტერ ბაიდენი გახლდათ გარეული.

გამოცემის მიერ გამოქავეყნებული მასალებიდან ვიგებდით , რომ ამერიკაში ყველაზე გავლენიანი ოჯახი საერთაშორის “კორუფციაში და მაქინაციებში” იყო გარეული და კოლოსალურ თანხებს ათეთრებდნენ ევროპაში.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამერიკულმა “მეინსტრიმ მედიამ” ეს ინფორმაცია დამალა და რუსულ პროპაგანდად გამოაცხადა.

ბაიდენის გარემოცვამ შეძლო Twitter – ის ადმინისტრაციაც კი დაერწმუნებინა ცენზურა დაედო ყველ სტატიაზე, რომელშიც ამ სქემაზე იქნებოდა საუბარი.

მას შემდეგ კი რაც ბაიდენმა ოვალურ კაბინეტში შეაბიჯა და პრეზიდენტის სავარძელი მოირგო, ინფორმაციის გადამოწმება New York Times-მა დაიწყო და ამ თემაზე ვრცელი მასალები გამოაქვეყნა.

ამერიკული რეალობა, არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეინსტრიმ მედია აცხადებს თავს სიტყვის თავისუფლების მთავარ დამცველად, ახლა ის არის ელიტის ყველაზე ეფექტური მექანიზმი პოლიტიკურად არასასიამოვნო ამბებისა და აზრის ჩახშობისთვის.

თუ ჰანტერს ბრალს წაუყენებენ, მას შეუძლია ჯო ბაიდენი საერთაშორის დონის შეთქმულებებში და არა ერთ ფარულ გარიგებებში ამხილოს.

იქნება ეს COVID-19-ის პანდემიის წარმოშობა, ელიტური პოლიტიკური ოჯახის კორუფცია, ტრამპსა და რუსეთს შორის კავშირის „შეთქმულების“ დამტკიცების ოთხწლიანი მცდელობა, თუ ათობით სხვა მსგავსი ნარატივი.

The New York Times-მა საბოლოოდ დაადასტურა ჰანტერ ბაიდენის სკანდალური დოკუმენტების ავთენტურობა.

მაგრამ ამერიკულ საზოგადოებაში მიაჩნიათ, რომ დოკუმენტების და ყველა არსებული მტკიცებულების სრული გამოქვეყნება არ მოხდება, რადგან “მეინსტრიმ მედია” მაინც ბაიდენის და დემოკრატების პოლიტიკური ხაზის ერთგული რჩება.

პირველ ეტაპზე ბაიდენის გაპრეზიდენტებიდან 18 თვის შემდეგ “მეინსტრიმ” მედიამ აღიარა, რომ ნამდვილად არსებობს დოკუმენტები, რომლითაც ბაიდენის ოჯახის კორუფციული გარიგებები და არა ერთი მათ მიერ ჩადენილი საერთაშორისო დონის დანაშაული მტკიცდება.

– “რუსული დეზინფორმაცია“ როგორც მას მოიხსენიებდნენ დღეს ამერიკული პრესის ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანია, თუმცა მთავარი წინ არის რა დოზით და როგორ გაასაჯაროვებენ ისინი მათ ხელთ არსებულ მასალებს.

წყარო: infoanalytical.ge