თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ რუსეთის უსაფრთხოების არგუმენტები უნდა მოისმინონ.
დოჰას საერთაშორისო ფორუმის დროს თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია დიალოგის დამყარება, თუ რუსეთთან ყველა ხიდი დაინგრევა.
– “რა თქმა უნდა, აუცილებელია უკრაინელების მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ თავის დაცვა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს რუსეთთან დიალოგის შენარჩუნების აუცილებლობა” – ხაზგასმით აღნიშნა კალინმა.
მანამდე 27 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უახლოეს დღეებში გეგმავს საუბარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
წყარო: infoanalytical.ge