კიდევ ერთმა უკრაინულმა ქალაქმა გამოუცხადა რუსეთის ჯარს თავისი ლოიალობა, რომელიც მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს

პატარა ქალაქი ბალაკლეია ხარკოვთან ახლოს მდებარეობს, შედის ხარკოვის ოლქში და იზიუმის რაიონს ეკუთვნის. ამ ქალაქმა ნებაყოფლობით მიიღო რუსეთის ჯარის პირობები და წინააღმდეგობას არ უწევს მას.

 

ვინაიდან ხარკოვის ოლქში მძიმე ვითარებაა და პროდუქტები გაჭირდა, ისევე, როგორც კომუნალური მომსახურების გაწევა ქალაქებში, ბალაკლეის მოსახლეობა პირდაპირ მოედანზე შეიკრიბა ქალაქის თავთან, ივან სტოლბოვოისთან ერთად.

ქალაქის მერმა გამოაცხადა ის ადგილები, სადაც რიგდება რუსების მიერ მოწოდებული ჰუმანიტარული ტვირთები და პირდაპირ უთხრა მოსახლეობას: “რუსული ჯარის გარდა ჰუმანიტარულ დახმარებას არავინ გაგვიწევს. თქვენი ნებაა, არ აიღოთ რუსებისგან დახმარება, მაგრამ ეს ასეა. … ჩვენი [ადმინისტრაციის] ერთადერთი მიზანია, უზრუნველვჰყოთ ქალაქის ნორმალური ფუნქციონირება, იყოს შუქი და არ იყოს მარადიორობა… თუ მხარს დაგვიჭერთ [ამაში], ხომ კარგი, თუ არა, შეგიძლიათ, გაგვკიცხოთ კიდეც”.

ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეოზე ისმის ხალხის შეძახილი – “მხარს გიჭერთ!”

შესაბამისად, ბალაკლეია შეინარჩუნებს ადგილობრივ თვითმმართველობას და რუსეთის ჯარს პრობლემებს არ შეუქმნის. მერის ასეთი მშვიდობიანი საქციელის გამო, კიევში სტოლბოვოი “მოღალატედ” გამოაცხადეს და სამუდამო პატიმრობით ემუქრებიან.

ბალაკლეია ჩრდილო-დასავლეთიდან კეტავს ქალაქ იზიუმის მისადგომებს, რომელიც ბოლო დრომდე უკრაინული ჯარების სერიოზულ საკვანძო პუნქტს წარმოადგენდა და რუსები მას მთელი ორი კვირის განმავლობაში იკავებდნენ. დიდი ბრძოლების შემდეგ, რუსებმა იზიუმი მოწინააღმდეგისგან გაწმინდეს და სამხრეთით, სლავიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით მიიწევენ, რათა უფრო მჭიდრო რკალში მოაქციონ უკრაინის მთავარი დამრტყმელი ძალა – დონბასის საჯარისო დაჯგუფება.