სამწუხაროა უკრაინაში დაღუპულ გმირებს ძმათა სასაფლაოზე რომ არ კრძალავენ. იმავდროულად თბილისის მერი დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.
არ გაინტერესებთ რამდენად ყალბია და ფარისევლური კალაძის ქცევა?
მოდით შევამოწმოთ.
ყველამ მოვითხოვოთ მერიისგან რომ უკრაინაში გარდაცვლილი ბიჭების სახელები ამოტვიფრონ გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალზე, ისინი ხომ უკრაინაში საქართველოსთვის იბრძოდნენ”, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.