“ვაცხადებ, რომ საჭიროა დაწყებულის დასრულება! საჭიროა კიევში შესვლა და კიევის აღება!” – კადიროვი

ჩეჩენი ხალხის ლიდერი, რუსეთის გმირის წოდების მფლობელი, გენერალ-ლეიტენანტი რამზან კადიროვი, სტამბულის მოლაპარაკებების პარალელურად, სიტყვით გამოვიდა გროზნოში და განაცხადა:

“ვაცხადებ, რომ საჭიროა დაწყებულის დასრულება, გაჩერება არ შეიძლება. უნდა შევიდეთ კიევში და ავიღოთ კიევი. თუკი ჩვენ კიევთან გაჩერების საშუალება მოგვცეს, მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია კიევში შესვლა და წესრიგის დამყარება” – პირდაპირი ტექსტით ილაპარაკა კადიროვმა შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მასობრივი შეკრების ფარგლებში.

“ვადასტურებთ კიდევ ერთხელ, რომ მზად ვართ, გავიდეთ ნებისმიერ ადგილზე, რათა შევასრულოთ ნებისმიერი სირთულის ნებისმიერი ბრძანება… ჩვენ ვისწავლეთ ომი… ჩვენ შეგვიძლია, დავიცვათ. ამიტომაც, მოგიწოდებთ, მოგვცეთ საშუალება, უკრაინელი ხალხი დავიცვათ ჩვენი მტრებისგან, ისლამის მტრებისგან… მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს თოჯინები არაფრის გადამწყვეტნი არ არიან. ბანდერელები, ნაციკები, რომლებიც თავს მუსულმანებს უწოდებენ, მე წაკითხული მაქვს მათი მიმოწერა. ისინი არ ემორჩილებიან უკრაინის ხელმძღვანელობას, ამიტომ, არავინ არის ისეთი, ვისთანაც შეიძლება მოლაპარაკებების წარმოება” – ხაზგასმით აღნიშნა ჩეჩნეთის ლიდერმა, რომლის ციტირებასაც “რია ნოვოსტის” მიერ გავრცელებული ტექსტის ბუკვალური თარგმანის საფუძველზე ვახდენთ.