ამერიკულმა სამხედრო ხომალდებმა, შავი ზღვა დატოვეს!
შეერთებულმა შტატებმა თავისი ხომალდები შავი ზღვიდან გაიყვანა, განუცხადა ჟურნალისტებს პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ.
მისი თქმით, ამერიკის სარდლობამ ასეთი ქმედებები გონივრულად მიიჩნია, როდესაც დაინახა, რომ რუსეთის სამხედრო სპეცოპერაცია უკრაინაში “გარდაუვალი ხდება”.
– “ყველასთვის ცხადი იყოს, რომ შეერთებულ შტატებს არ აქვს ინტერესი ძალების განლაგების ამა თუ იმ გადაწყვეტილებით მოახდინოს კონფლიქტის პროვოცირება” – განმარტა კირბიმ.
მან დასძინა, რომ ჯერ არაფერი აქვს სათქმელი ამერიკული გემების შავ ზღვაში დაბრუნების ვადებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთმა დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით.
წყარო: infoanalytical.ge