ბაიდენი არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სამხედრო კონფლიქტი

ჯო ბაიდენი არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სამხედრო კონფლიქტი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის.

თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა ქეით ბედინგფილდმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სამხედრო კონფლიქტი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის.

მისი თქმით, ბაიდენი „არ ესწრაფვის პირდაპირ კონფლიქტისკენ ამერიკის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის“.

ამავდროულად, ის ითვალისწინებს სამხედროების შეფასებებს, თუ რა არის „ყველაზე ეფექტური და ყველაზე სასარგებლო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის“.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საუბარში მას რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების სტატუსი აცნობა.

უკრაინელმა და ამერიკელმა ლიდერებმა განიხილეს აშშ-ს ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად და უკრაინული მხარისთვის მიწოდებული იარაღის გავლენა კონფლიქტზე. თავის მხრივ, ბაიდენმა განაცხადა უკრაინას 500 მილიონი დოლარის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების გაწევის გეგმის შესახებ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელმა სენატორებმა ბაიდენის ადმინისტრაციას სთხოვეს დაჩქარებულიყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება.

წყარო: infoanalytical.ge