მსოფლიოს უმრავლესობა გახლავთ განვითარებადი ქვეყნები. ისინი არ არიან ამ კონფლიქტის მხარეები.
გაეროში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ დაი ბინგმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებამ სერიოზული გავლენა მოახდინა გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე და ეს გამოიწვევს ახალ ჰუმანიტარულ პრობლემებს.
მისი განცხადებებიდან „სანქციების ესკალაცია უარყოფითად აისახა ფინანსურ ბაზრებზე, ვაჭრობაზე, სურსათზე“. „ეს იმოქმედებს საზოგადოების ცხოვრებაზე და შექმნის ახალ ჰუმანიტარულ პრობლემებს” – განაცხადა ჩინელმა დიპლომატმა.
– “მსოფლიოს უმრავლესობა გახლავთ განვითარებადი ქვეყნები. ისინი არ არიან ამ კონფლიქტის მხარეები, მათ არ შეუძლიათ კონფრონტაციაში ჩათრევა, არ უნდა განიცადონ გეოპოლიტიკური შეტაკებების შედეგები დიდ ძალებს შორის” – განაცხადა მან გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
როგორც მანამდე საზოგადოებრივი ამბების სამსახური იტყობინება, გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული სანქციების ცალმხრივი შეზღუდვები გამოიწვევს ისტორიული მასშტაბის გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს.
წყარო: infoanalytical.ge