“ნაცები” წაგებულ ომს ამჯერად უკვე უკრაინაშიც ზეიმობენ

“ნაცები” წაგებულ ომს, მათთვის ჩვეულად, ამჯერად უკვე უკრაინაშიც ზეიმობენ!

დღეს უკრაინას ნატოზე უარის თქმა უწევს. ხვალიდან კი ევროკავშირის ღია კარებში ისევ ათწლეულები იდგებიან, დანგრეული ქალაქებით, უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლით, ჩამონგრეული ეკონომიკით და 2 მილიონი ლტოლვილით

სტამბოლში დასრულდა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები, რის შემდეგაც მხარეებმა გადამწყვეტი განცხადებები გააკეთეს.

რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთი შეამცირებს აქტივობას კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით.

დელეგაციის ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ მედინსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი ასევე არ არის წინააღმდეგი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების.

უკრაინის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ მზად არიან უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემთხვევაში დაამტკიცონ ქვეყნის სტატუსი, როგორც ნეიტრალური და არაბირთვული, ასევე შეიძლება უარი თქვან მათ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განთავსებაზე და სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე.

უკრაინა აღარ გაწევრიანდება არცერთ სამხედრო ბლოკში, ის გახდება ნეიტრალური ქვეყანა და საბოლოოდ იტყვის ალიანსის წევრობაზე უარს.

კიევის აშაკარა უკან დახევის მიუხედავად, “პროამერიკული” ძალები საქართველოში, რომელთა გაცხადებული პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევა იყო. ჯიუტად და უტიფრად ამტკიცებენ, რომ თითქოს უკრაინამ გაიმარჯვა.

სინამდვილეში კი რაზეც უკრაინა წარსულში დიპლომატიით არ თანხმდებოდა დღეს სამხედრო ჩარევის შემდეგ მოუწია დათანხმება.

ამ საზარელი დღეების, თავიდან აცილება კი სავსებით შესაძლებელი იყო.

დღეს უკრაინას ნატოზე უარის თქმა უწევს. ხვალიდან კი ევროკავშირის ღია კარებში ისევ ათწლეულები იდგებიან, დანგრეული ქალაქებით, უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლით, ჩამონგრეული ეკონომიკით და 2 მილიონი ლტოლვილით.

საქართველოში კი “სააკაშვილ – ბოკერიები” ამ ყველაფერს გამარჯვებას ეძახიან, თუმცა არც არავის გვიკვირს, მათ ხომ 2008 – წელს წაგებული ომი გვაზეიმეს.
დაკარგული ქართული სოფლები, ხომ ქვაღორღებად გამოგვიცხადეს.

წყარო: infoanalytical.ge