სერგეი ლავროვი „თალიბანის” ერთ-ერთ ლიდერს ჩინეთში შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ავღანეთის ისლამური საამიროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, „თალიბანის” ერთ-ერთ ლიდერს ამირ ხან მუთაკის ჩინეთში შეხვდა.

 

ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი CNN რუსეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. შეხვედრის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ცნობისთვის, ჩინეთში ვიზიტად მყოფი სერგეი ლავროვი გუშინ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვან ის შეხვდა.