BBC: პოლონეთმა უკვე 2,4 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, პოლონეთმა უკვე 2,4 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო. ამის შესახებ BBC წერს.

პოლონელი მესაზღვრეების განცხადებით, ბოლო დღეები იძულებით გადაადგილებულთა ნაკადმა შემცირება დაიწყო. მაგალითად, ხუთშაბათს საზღვარი 23 000-მა ადამიანმა გადაკვეთა.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.