“დღეს გაიმართა ევროკავშირი-ჩინეთის სამიტი. პრაქტიკულად ჩინეთი სრულად დარჩა საკუთარ პოზიციებზე, ღიად იქნა რუსეთისადმი მხარდაჭერა გამოხატული”

დღეს გაიმართა ევროკავშირი-ჩინეთის სამიტი.
პრაქტიკულად ჩინეთი სრულად დარჩა საკუთარ
პოზიციებზე, ღიად იქნა რუსეთისადმი მხარდაჭერა
გამოხატული, ამასთან იგი ბალანსირებს ისე, რომ
ინარჩუნებს ევროპის ბაზარს.

ჩინელებმა ხაზგასმით მიუთითეს, რომ სსრ კავშირის
შემდეგ ნატო უნდა დაშლილიყოო და არა გაფართოებულიყო 5 ტალღადო და ა.შ.
მთავარი, რისთვისაც დავწერე, – ევროპელი
კომენტატორებისა და ექსპერტების შეფასებაა:
“თუ ერთ ტყვიასაც კი მიაწვდისო ჩინეთი რუსეთსო, მაშინ
მონაწილე გახდებაო ამ ომისაო.” ჩინელები მიმდინარე
მოვლენას აფასებენ როგორც უკრაინის კრიზისს, – არ
იყენებენ არც ომის, და არც სპეციალური სამხედრო
ოპერაციის ცნებებს.
ევროპელების ლოგიკა გამკვირვებია!
არცერთი ნაბიჯი დიპლომატიური მიმართულებით,
მხოლოდ შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის, მაგრამ
“თუ ჩინეთი ერთ ტყვიას მაინც მიაწოდებსო…”
აი, ესაა ულოგიკობა და იდეოლოგიური მარაზმი!
ჩინეთი-ინდოეთის მყარი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კოლექტიურ დასავლეთს არაფერს მიანიშნებს?!
რა ხდება?! რა გამოდის?!

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი; სოციალური ქსელი