ულტრამემარჯვენე უნგრეთის მთავრობა, არც აქამდე არ იყო “LGBT” თემის მიმართ კეთილ განწყობილი.
რეგულარულად ლახავდა მათ უფლებებს და 3 აპრილს დაგეგმილმა არჩევნებმა შესაძლოა სიტუაციის გაუარესება გამოიწვიოს – The Daily Beast.
უნგრეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აგრძელებს მკაცრი პოლიტიკის გატარებას ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ თავის ქვეყანაში. ამ ფაქტმა მიიპყრო ამერიკული საინფორმაციო და ანალიტიკური ონლაინ გამოცემა The Daily Beast-ის ყურადღება.
გამოცემა ამტკიცებს, რომ უნგრეთში გეების ჩაგვრა გაძლიერდება.
როგორც ამერიკული გამოცემა წერს,
ულტრამემარჯვენე უნგრეთის მთავრობა, არც აქამდე არ იყო “LGBT” თემის მიმართ კეთილ განწყობილი.
რეგულარულად ლახავდა მათ უფლებებს და 3 აპრილს დაგეგმილმა არჩევნებმა შესაძლოა სიტუაციის გაუარესება გამოიწვიოს.
ქვეყანა უკრაინიდან შემოსული ლტოლვილებისგან პრობლემებს განიცდის, სადაც რუსეთი სამხედრო სპეცოპერაციას ატარებს. ამ ფონზე კი ბუდაპეშტში გეი საზოგადოება ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს Fidesz პარტიის მზარდ რეპრესიულ პოლიტიკას.
პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბოლო დრომდე ითვლებოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მტკიცე მხარდამჭერად. ის უნგრეთს 2010 წლიდან ხელმძღვანელობს. ისევე, როგორც რუსეთში, ორბანმა შემოიღო რამდენიმე კანონი, რომელიც ზრდიდა ზეწოლას ლგბტ თემზე და თვლის, რომ ჰომოსექსუალიზმი შეუთავსებელია ქრისტიანულ ღირებულებებთან.
ამასთან, ორბანის მმართველ პარტიას Fidesz-ს აქვს 3 აპრილის არჩევნებში გამარჯვების კარგი შანსი.
„2021 წელს მიღებულ იქნა ეგრეთ წოდებული „პედოფილური კანონი“, რომელმაც ფაქტობრივად გააიგივა ლგბტ თემი პედოფილებთან“ – განუცხადა The Daily Beast-ს ანა შლავიმ, Qlit ქსელის თანადამფუძნებელმა, მოძრაობა და ვებგვერდი უნგრეთში გეი ქალებისთვის. მისი აზრით, ვიქტორ ორბანი მხარს უჭერს იმ აზრს, რომ ლგბტ-თემი არ არის საზოგადოების ნორმალური ნაწილი.
ახალი კანონი, რომელიც კრძალავს არაჰეტეროსექსუალური ურთიერთობების ამსახველ ნებისმიერ შინაარსს 18 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის, კიდევ ერთი დარტყმა იყო არატრადიციული უმცირესობების უფლებებზე, ამბობენ გეი აქტივისტები.
წყარო: infoanalytical.ge