უკრაინაში რუსეთმა თავის მიზნებს მიაღწია, ის მიიღო რისთვისაც სამხედრო ოპერაცია წამოიწყო და ეხლა, ომი დასრულების ფაზაში გადადის.
მოსკოვმა თავის ძირითად მიზნებს, მინიმალური სამხედრო და ეკონომიკური დანაკარეგბით მიაღწია, რაც მის ნომერ პირველი ამოცანას წარმოადგენდა, ოპერაციის დაწყების დღიდან.
მაშინ როდესაც, ამერიკული პროპაგანდა უკრაინის გამარჯვებულად შემოსაღებით არის დაკავებული, მოსკოვში მიღწეულ მიზნებზე საუბრობენ.
ესენი კი გახლავთ:
საბოლოოდ დაიმსხვრა მითი ნატოს “კოლექტიური თავდაცვის”, სტრატეგიული პარტნიორობის და ერთიანი ევროპის, რომელიც თითქოს და ისეთი ერთიანი როგორც დღეს არასდროს ყოფილა.
სინამდვილეში მთელმა მსოფლიომ და განსაკუთრებით, პოსტ საბჭოთა სივრცემ კარგად დაინახა რა შეუძლიათ რეალურად ბრიუსელსა და ვაშინგტონში.
ევროპული ერთიანობა სინამდვილეში ევროპული “სიმხდალე” აღმოჩნდა.
განხორციელდა უკრაინის დემილიტარიზაცია.
უკრაინა იქნება სამხედრო ნეიტრალური ქვეყანა. სამუდამო დავიწყებას მიეცა იქ ამერიკული ან ნატოს სამხედრო ძალების შესაძლო განთავსების საკითხი.
ამასთან ის იქნება არაბირთვული სახელმწიფო.
აიკრძალება ჩერნობილის დიდი საცავიდან ურანისა და ცეზიუმის გამოყენებით ბირთვული ბომბის შექმნის მცდელობა.
უკრაინაში ამერიკელები ვეღარ შექმნიან ბიოლოგიურ იარაღას და დაიხურება 30 ბიოლოგიური ლაბორატორია, სადაც ტარდებოდა არა ერთი ბიოლოგიური ცდა.
კიევი დაუბრუნდება მინსკის შეთანხმებას და აიკრძალება, ე:წ ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარება (ATO).
დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების უკრაინაში ინტეგრაციის საკითხი მომავალში მხოლოდ არჩევნების, რეფერენდუმის, დიპლომატიის, მოლაპარაკებების და სხვა პოლიტიკური გზებით მოხდება.
ამასთან ერთად უკრაინა ყირიმს და სევასტოპოლს საბოლოოდ დაკარგავს.
ამ ყველაფერთან კი უკრაინის ერთადერთ უსაფრთხოების გარანტად რუსეთი გადაიქცა.
ეს არის არა უკრაინელი ხალხის არამედ უკრაინული ნაციზმის საბოლოო დამარცხება.
წყარო: infoanalytical.ge