ჩვენს ყველა მუსლიმ თანამოქალაქეს გულითადად გილოცავთ სულიერი განწმენდის, მიტევებისა და სიკეთის თვის, რამადანის დადგომას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადანის დადგომას ულოცავს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მილოცვაში, მთავრობის მეთაური მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადანის თვის რწმენითა და სიმშვიდით დასრულებას, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

„ჩვენს ყველა მუსლიმ თანამოქალაქეს გულითადად გილოცავთ სულიერი განწმენდის, მიტევებისა და სიკეთის თვის, რამადანის დადგომას.

რამადანის თვის რწმენითა და სიმშვიდით დასრულებას, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – წერს ღარიბაშვილი Facebook-ზე.