დიდ ბრიტანეთში ელექტროენერგია უსაშველოდ გაძვირდა, რამაც ქვეყნის ქალაქებში ქუჩის პროტესტი გამოიწვია

ლონდონს პირდაპირი გაგებით, ძვირი უჯდება ანტირუსული სანქციები. ამ კვირაში ბრიტანული ქალაქები საპროტესტო აქციებმა მოიცვა. გაზეთ “გარდიანის” ცნობით, ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა, პროტესტის გამოსახატად.

ლონდონში პროტესტით გამოსულმა ადამიანმა მთავრობის წევრებს გადადგომისკენ მოუწოდეს. მათ პლაკატებზე ასეთი წარწერები იყო: “არ ვარგიხართ სახელმწიფო მმართველობისთვის”, “გაყინეთ ფასები და არა ღარიბები”, “ჩვენ არ გადავიხდით თქვენი კრიზისის გამო”…

ლონდონს გარდა, ხალხმრავალი აქციები ბირმინგჰემსა და კარდიფშიც შედგა.

გაერთიანებული სამეფოს ეროვნულმა სტატისტიკურმა სამსახურმა 23 მარტს გამოაცხადა, რომ სამომხმარებლო ფასები თებერვლის მანძილზე 6,2%-ით გაიზარდა წინა თვის 5,5%-თან შედარებით, რაც მაქსიმალურად მაღალი მაჩვენებელია ბოლო 30 წლის მანძილზე. საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ბიუროს პროგნოზები კი მოწმობს, რომ ინფლაცია დიდ ბრიტანეთში, მიმდინარე 2022 წელს, 7,4%-ს მიაღწევს. თუმცა, ზოგიერთი დამოუკიდებელი ექსპერტი, ინფლაციის მაჩვენებელს 10%-ზე მაღლა ელის.

ბუნებრივ აირზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით, ძვირდება ელექტროენერგიაც. ბრიტანული მარეგულირებელი ორგანოს მიერ დასაშვებად მიჩნეულია მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ფასის ზრდა მაქსიმუმ 54%-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ფასებმა თითო შინამეურნეობისთვის წელიწადში 693 ფუნტი სტერლინგით (940 აშშ დოლარი) შეიძლება, მოიმატოს. ამჟამად, ბრიტანულ შინამეურნეობებს ელექტროენერგია მაქსიმუმ 1971 ფუნტი სტერლინგი წელიწადში (2,67 ათასი აშშ დოლარი) უჯდებათ.