“დიდი ამბები ხდება ყარაბაღში, ბევრი ელარჯი რომ არ ვწელოთ, მოკლედ ასეა:
სომხებმა იგრძნეს რომ აზერბაიჯანის პირისპირ შეიძლება მარტო დარჩნენ და თუ ეს მოხდა, მზად არიან აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიარონ, ოღონდ არ დაუშვან ეთნიკური წმენდა და უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობის კულტურული უფლებები.
ჰოდა რატომ აკეთებენ/უშვებენ ამას სომხები და რატომ გაჩნდა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შანსი?
იმიტომ რომ შარშან წინ აზერბაიჯანის არმიამ აჩვენა საკუთარი უპირატესობა და ახლა სომხებმა იციან რას ნიშნავს მათთან პირისპირ დარჩენა.
“ჯარი არ გვყავს, არც გვეყოლება, არასდროს გამოვიყენებთ შეიარაღებულ ძალებს” და მსგავსი მავნებლური საუბარი ხდის შეუძლებელს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას საქართველოში.
დავსხდეთ მაგიდასთან და კიდევ 30 წელი ვილაპარაკოთ “აფხაზ და ოს ძმებთან” არის იდიოტიზმი, როცა მოლაპარაკებათა პროცესს სამხედრო კომპონენტს მთლიანად გამოაცლი.
ხომ არ ვიგონებ და ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის ამბებს ხომ არ ვამბობ? აგერ, ახლა, ჩვენგან რამდენიმე ასეულ კილომეტრში მიმდინარე ცოცხალი მაგალითი და ფაქტია ის, რაც ხდება.”
https://eurasianet.org/armenia-signals-willingness-to-cede-control-over-karabakh?utm_source=dlvr.it&utm_medium=facebook
ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე; სოციალური ქსელი