ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადანის თვის დადგომას ულოცავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადანის თვის დადგომას ულოცავს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი.
– „ჩვენს ყველა მუსლიმ თანამოქალაქეს გულითადად გილოცავთ სულიერი განწმენდის, მიტევებისა და სიკეთის თვის, რამადანის დადგომას. რამადანის თვის რწმენითა და სიმშვიდით დასრულებას, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
წყარო: 1tv.ge