პოლშის პრემიერმინისტრი: “დასავლური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ მუშაობს!”

პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ, თავის “ტვიტერზე” დაწერა, რომ დასავლური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არაეფექტურია.

პრემიერ მორავიეცკის სიტყვებით, ამის დასტურია რუსული რუბლის კურსი, რომელიც იმ ნიშნულს დაუბრუნდა, რომელიც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე იყო.

“ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა მოქმედებებმა არ იმუშავა ისე, როგორც ამას [დასავლეთის] ლიდერები მოელოდნენ” – დაასკვნა პოლონელმა.