რუსეთმა მზესუმზირის ზეთზე ექსპორტის გადასახადი $313-მდე გაზარდა

რუსეთმა დღეიდან მზესუმზირის ზეთზე ექსპორტის გადასახადი 260.1-დან 313 დოლარამდე გაზარდა.

თებერვალში 1 ტონა მზესუმზირის ზეთის საექსპორტო ბაჟი 251.4 დოლარი, იანვარში – 280.8 დოლარი, 2021 წლის დეკემბერში – 276.7 დოლარი, ნოემბერში – 194.5 დოლარი, ოქტომბერში -227.2 დოლარი, სექტემბერში კი 169.9 დოლარი იყო.

აღნიშნულ პროდუქტზე მცურავი ბაჟი რუსეთმა 2021 წლის თებერვალში აამოქმედა და ის 2022 წლის 31 აგვისტომდე იმოქმედებს.

გარდა ამისა, შიდა ბაზარზე მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის რუსეთის მთავრობა 15 აპრილიდან 31 აგვისტომდე მზესუმზირის ზეთის ექსპორტის კვოტირებას გეგმავს. კვოტის მოცულობა 1.5 მლნ ტონა, ხოლო შროტის 700 ათასი ტონაა.

ცნობისთვის, საქართველომ 2021 წელს 48.3 მლნ დოლარის ღირებულების 32 570 ტონა მზესუმზირის ზეთის იმპორტი განახორციელა. აქედან რუსეთიდან იმპორტირებული 28 350 ტონა ზეთის ღირებულებამ 41.6 მლნ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნია ისიც, რომ 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ზეთის იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46.9%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის 2 თვეში საქართველომ სულ 2.9 მლნ დოლარის 1 914 ტონა მზესუმზირის ზეთი შეიძინა. (2021 წლის იანვარ-თებერვალი – 5.6 მლნ დოლარი, 4 210 ტონა). ამ შემთხვევაშიც მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია (2.2 მლნ დოლარი, 1 469 ტონა).

 

წყარო – bm.ge