დღეს ქუთაისში საზარელი მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა თავისი სიძე, ტიტე კორძაძე მოკლა.
როგორც ყვებიან, ქალი სიძეს თავისი დის მკვლელობაში ადანაშაულებდა. მან ჭრილობა ყელში მიაყენა. მამაკაცი დახმარების თხოვნით მიმდებარე ქუჩაზე გაიქცა. სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კორძაძის ცოლი დაახლოებით ერთი წლის წინ გარდაიცვალა. ,,ტიტე მთელი სოფელი დაგტირის, სული გვეწვის ალალმართალო ბიჭო! უბოროტო, კეთილო… მართალი ყოფილა, რომ ამბობენ, ღმერთსაც კარგები უნდაო. კარგი არა, საუკეთესო ადამიანი იყავი, შენს სახელს დავიწყება არ უწერია”, ,,შენს მკვლელს არავინ აცოცხლებს, შენ უფალმა ნათელში გამყოფოს, ალალო ბიჭო, მთელი სოფლის გულის ტკივილო”, ,,ჯერ ახალი მოყვანილი ცოლი, ახლა ეს, რა უბედურება დატრიალდა მათ ოჯახში…” – წერენ ახლობლები.
ამბები.ჯი