თბილისში, საქართველოს ბანკის ფილიალში ყაჩაღობა მოხდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ დაწყებულია გამოძიება და ადგილზე ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ნიღბიანმა კაცმა ბანკიდან ფული წაიღო. ფილიალთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრებმა მოქალაქემ კი უთხრა, რომ ისმოდა სროლის ხმაც.
შემთხვევა სამგორში მოხდა.