ბრაზილიაში, ძლიერი წვიმით გამოწვეულ მეწყერებს მსხვერპლი მოჰყვა

ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროს შტატში, ძლიერმა წვიმამ მეწყერები გამოიწვია. 24 საათის განმავლობაში, სამაშველო სამსახურში 850-მდე ზარი შევიდა.

‘ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ღვარცოფმა გადაკეტა ქუჩები, ქალაქის ცალკეული უბნები და მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მაგალითისთვის, პარატის მუნიციპალიტეტში, ერთ დღეში, 322 მილიმეტრი ნალექი მოვიდა, რაც, საშუალოდ, 6 თვის ნორმაა.

 

“იმედინიუსი”