რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ბრალდებებს კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შესახებ.
უწყება ამტკიცებს, რომ არც ერთი ადგილობრივი მცხოვრები არ გამხდარა ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლი, სანამ რუსეთი იკავებდა ქალაქს. განცხადებაში ნათქვამია, რუსულმა ძალებმა 30 მარტს უკან დაიხიეს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფოტოები და ვიდეო კადრები იყო “კიევის რეჟიმის მორიგ სიყალბე”.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერის კონსტანტინე კოსაჩოვის განცხადებით: ” ეს ყველაფერი არის უკრაინის ხელისუფლების დადგმული, რაც არანაირ ეჭვს არ იწვევს. ხოლო ის ფაქტი, რომ დასავლეთი ამ ფეიკს აპიარებს მაქსიმალური რეზონანსის მისაღწევად, მას ამ ცინიკური და უზნეო დანაშაულის თანამონაწილედ აქცევს.
წყარო1: https://tass.ru/
წყარო2: https://tass.ru/