“ცესკოს” წინასწარი შედეგებით, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ირაკლი შატაკიშვილი გახდა. უწყების თანახმად, დათვლილია უბნების 100%.
ამ შედეგებით, შატაკიშვილს ხმათა 90.612% აქვს(34 333 ხმა), მის კონკურენტს პარტიიდან “სოციალური სამართლიანობისთვის”, მამუკა ტუსკაძეს — 6.952%), “საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიის” კანდიდატს, კამალ მურადხანოვს კი — 2.436%(923 ხმა).
რუსთავის მაჟორიტარობისთვის ასევე უნდა ებრძოლა “ლელოს” ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს. მას “ნაციომალური მოძრაობაც” უჭერდა მხარს. თუმცა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ჯაფარიძემ კანდიდატურა მოხსნა და თქვა, რომ კამპანიისთვის გათვალისწინებული რესურსები უკრაინელთა დახმარებისთვის დაიხარჯება.
რუსთავში არჩევნების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც “ქართული ოცნების” წევრი, აწ უკვე ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე ქალაქის მერი გახდა.
2 აპრილს შუალედური არჩევნები რუსთავის გარდა ბათუმშიც გაიმართა. იქ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აერჩიათ. წინასწარ შედეგებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს ხმათა 69% აქვს, ენმ-ს კანდიდატს კი — 31%.
“რუსთავი2”