“გამოიწვიეთ საქართველოს ელჩი უკრაინიდან და გაწყვიტეთ დიპლომატიური ურთიერთობა…” – მაია ელოშვილი

❗❗❗ვინც უკვე გააზიარეთ ეს მიმართვა, გთხოვთ, გააზიარეთ ხელახლა, რადგან მხოლოდ მთავრობის გვერდი გაზიარდა ტექსტის გარეშე.
მივმართავ ხელისუფლებას!
უკრაინის ხელისუფლების მიერ, წინასწარ დაწერილი სცენარით, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების აღსაკვეთად, დაუყონებლივ:

1. გამოიწვიეთ საქართველოს ელჩი უკრაინაში და გაწყვიტეთ დიპლომატიური ურთიერთობა ქვეყანასთან, რომლის ხელისუფლება ნაცკრიმინალებთან ერთად, მიზანმიმართულად ხელყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.
2. სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცით ყველა ის პირი, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლების ძალადობით შეცვლისა და სამთავრობო უწყებებში შეჭრის შესახებ.
3. შესაბამისმა უწყებებმა განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანონ უკრაინიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, ლტოლვილის ან ტურისტის სტატუსით შემოსული პირები, რომელთა შორის დიდი ალბათობით იქნებიან ნაცმკვლელთა მიერ დაქირავებული მებრძოლები, ე.წ. “ქართული მაიდნის” მოსაწყობად.
4. დაიწყეთ აქტიური დიალოგი ამერიკისა და ევროპული ქვეყნების ლიდერებთან, უკრაინის ხელისუფლების ნაცკრიმინალებთან თანამშრომლობასა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული განცხადებების თაობაზე და კატეგორიულად მოითხოვეთ მათგან წინასწარგამიზნულ ცილისწამებებზე რეაგირება.
5. საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ყოველდღიურ რეჟიმში მოახდინონ პოლიტიკური ლიდერების, საერთაშორისო საზოგადოებისა და უკრაინელი ლტოლვილების ინფორმირება, საქართველოს მიერ უკრაინის მიმართ გაწეული დახმარებისა და საქართველოს წინააღმდეგ, უკრაინის ხელისუფლების ცილისმწამებლური განცხადებების შესახებ.
6. დაიწყეთ სისხლის სამართლებრივი დევნა ყველა იმ ნაცკრიმინალის მიმართ, რომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა.
7. სისხლის სამართლის კოდექსში აღადგინეთ მუხლი სახელმწიფო ღალატისა და ცილისწამების შესახებ, მკაცრი სანქციებით.
8. მოიხსენით ყველა ვალდებულება ნაცკრიმინალებთან თანამშრომლობის თაობაზე და მიიღეთ ყველა კანონიერი ზომა, “ნაციონალური მოძრაობის” რეგისტრაციიდან მოსახსნელად.
9. წაუყენეთ ბრალი მიხეილ სააკაშვილს, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედს, ყველა მის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, მათ შორის ბოლო დღეებში გაკეთებული ძალადობრივი მოწოდებების გამო.
10. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რომლის საფუძველზე, ნაცკრიმინალებს, რომელთა მიმართ დადგება გამამტყუნებელი განაჩენები, დაეკისროთ ქონებრივი ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე და მათ ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.
11. საქართველოს პარლამენტმა მიიღოს ლუსტრაციის კანონი და რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღება და ქვეყანას მიეცემა განვითარების საშუალება.
ზემოჩამოთვლილი მოთხოვნების შეუსრულებლობის და ნაცკრიმინალების დაუსჯელობის შემთხვევაში, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ვიტოვებთ უფლებას, არ დავუშვათ ნაცმკვლელთა ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნება, გამოვიყენოთ პროტესტის ყველა მშვიდობიანი ფორმა მათი პოლიტიკური პროცესისგან ჩამოსაშორებლად და სამართლიანობის აღსადგენად.

მაია ელოშვილი; სოციალური ქსელი