„მიშიზმი“ მაგ მყიფე საგარეო წარმატებასაც ოხრად დაგვიტოვებს, თუ ამ დეტალებს არ მიხედეს! – დავით ჩხარტიშვილი

ირაკლი კობახიძემ განაცხადა: “ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული 90იან წლებში, მომდევ-ნო დეკადაში და ჩვენ რომ ვამბობთ, საქართველოში არის ერთად-ერთი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც
ქვეყანას ომი არ ჰქონია, ეს არ არის შემთხვევითობა და გამართლ-ება “ქართული ოცნებისთვის”, არამედ ეს არის ჩვენი კონკრეტული პოლიტიკის პრაგმატული, რაციონალური, კარგად გააზრებული
პოლიტიკის შედეგი.”

როგორ შეაფასებდით ამ მის განცხადებას, რა ტიპის შეცდომებზე საუბრობს კობახიძე და შეიძლება თუ არა ითქვას რომ რუსეთთან ურთერთობების გაუმჯობესების პერსპექტივა, როგორც კარასინმაც აღნიშნა, ამ პოლიტიკის შედეგია? ასევე, არ შემიძლია არ გკითხოთ, თუ როგორ აფასებთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერისკარასინის ზემორე განცხადებასთან მიმართებაში ოლეგ ნიკოლენკოს სიტყვებს; იმის მერე რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ – არ გრცხვენიათ? ასევე სხვა უკრაინელი მაღალჩინოსნების კრიტიკულ გზავნილებს საქართველოს მთავრობის მიმართ, გვიხაროდეს რუსეთის შექება და უკრაინელების გაკიცხვა, თუ წესითა და რიგით პირიქით უნდა იყოს?

“წესი და რიგი” ლეგისტური გაგებით, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში აღარ არსებობს. არის მხოლოდ სახელმწიფო ინტერესი, სხვა დანარჩენი სატყუარაა, რაზეც 90-იანებიდან მოყოლებული, საქართველო ბევრჯერ წამოგებულა და რისი უფლებაც აღარ გვაქვს. იმიტომ, რომ მეტ ისეთ ბიძგებს, როგორიც 90-იანებში და 08-ში გადავიტანეთ, ვეღარ აიტანს ჩვენი სამშობლო. შესაძლოა, არათუ ძველი იარების გაღვივება მოჰყვეს ამას, არამედ ისეთი კონფლიქტური კერების გაჩენა, რომ დღეს წარმოდგენაც კი ძნელია. ბეწვის ხიდზე გავდივართ, და ფაქტიც სახეზეა; გარკვეულ ძალებს, ქვეყნის შიგნით და გარეთ, სურთ ჩაითრიონ საქართველო მორიგ ავანტიურაში. რადგანაც გვიყურებენ, არა როგორც თვითკმარ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს სუვერენული დემოკრატიით, არამედ როგორც დემოკრატიის სუროგატში გახვეულ ლიმიტროფ წარმონაქმნს. რომელიც, მხოლოდღა გამაღიზიანებელ ინსტრუმენტად თუ ივარგებს საცივილიზაციო ცენტერბის დაპირისპირებაში. როგორც პაიკს-თქო, კიპლინგისეულ „დიდ თამაშში“. სამწუხაროდ, უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, საქართველოს ყველა მთავრობა მაგ გზას ადგებოდა; მას ადვილად იყოლიებდნენ გარე ძალები, რადგანაც ასეთი იყო რეალობა. მონოპოლარული სამყარო, შეერთებული შტატების უპირობო ჰეგემონიით.

სწორედ რომ ეს რეალობა აკომპლექტებდა მთავრობებსაც და საგარეო მიმართულებასაც განსაზღვრავდა. საგარეო პოლიტიკა კი შიდა კონსტრუქტსაც აპირობებდა და არა პირიქით, როგორც ეს მაგალითად წარჩინებულ და თვითკმარ ქვეყნებშია აპრობირებული. კერძოდ; ეკონომიკაში – საწარმოზე, ფინანსური კაპიტალის დომინირებას უწყობდა ხელს. ესაა, სპეკულაციები და ბანკები, ქარხანა-ფაბრიკების ნაცვლად. ასევე, მემარცხენე ლიბერალურ მიდგომებს განსაზღვრავდა სოციალურ სფეროში და ნეოლიბერალი კადრების ლობირებას სახელმწიფო დაწესებულებებში. ეს კი, ველური კაპიტალიზმის წესებია, სადაც „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“ და შავ-თეთრი მსოფლაღქმის მანქურთები, მომხვეჭელური ინსტინქტებით, მაღალ თანამდებობებზე. ეს მიდგომები, აგრარული სექტორის უგულვებელყოფასაც ითვალისწინებდა, რის შედეგად ნახევარი საქართველო მივიღეთ ემიგრაციაში, მეორე ნახევი კი „ლუმპენებად“ ქალაქებში. რომელნიც, თავის მხვრივ ჰიპსტერული ესთეტიკითა და ფუნქციალურობით ავღჭურვედ; ტურისტზე და არა მოქალაქეზე გავხადეთ ორიენტირებულნი. უბრალოდ გავღებეთ ცენტრალური ქუჩები და ნებისმიერი კულტოროლოგიური თუ იდეური შემადგენლისგან გავათავისფლეთ. გართობის მდარე ფორმები, აზარტული თამაშები და პრიტონებიც, ლამის ქვეყნის სავიზიტო ბარათად ვაქციეთ. მემარცხენე ლიბერალიზმის პოსტულატები კი დოქტრინაში გავწერეთ; თან როგორი ქვეყნის, რომელიც მუდამ კლასიკურ-ლიბერალურ ან პატრიარქალურ-ტრადიციული და კეთილშობილებილი მისწრაფებებით გამოირჩეოდა. რის გამოც, მტრის პატივისცემასაც კი იმსახურებდა, არათუ მეგობრების სიყვარულს.

მედიაც; XX-XXI საუკუნის, მართვის ეს უმნიშვნელოვანესი ელემენტი, გაჟღენთილი რა ქსენოფობებითა და დოგმატიკოსებით, სრულად მემარცხენე ლიბერალური ძალების სინეკურა იყო და დიდწილად დღესაც რჩება მაგათ დისკურსში. სწორედ მათი მეშვეობით ხდებოდა და ხდება ამ ნეოლიბერალური მოდგომების ინდოქტრინაცია და ტრენდების კონტროლი. ასევე, პროვაიდერი კადრების ჩანერგვა სახელმწიფოწარმომქნელ ინსტიტუტებში! მექანიზმი აქაც ნათელი და მარტივია; მაგალითისთვის, ერთ-ერთი გაცვეთილი, მაგრამ ყოველ ჯერზე კარგად მომუშავე ხრიკი შემდგნაირია – საჭირო კადრს აჩვენებენ მომხიბვლელ რაკურსში, NDI & IRI სოციოლოგიური კვლევის მეშვეობით კი, წარმოაჩენენ ხალხის რჩეულად. იმათ კი, ვინც მსოფლმხედველობრივად მიუღებელია ან აბულინგებენ,  ანდა „უარყოფის კულტურის“ (chensel culture) მექანიზმებით, საერთოდ აშორებენ სოციალურ სფეროს. მთელი ამ და სხვა მსგავსი ალგორითმების შედეგად, მმართველ კლასად მივიღეთ, ე.წ. „ღრმა სახელმწიფო“ (deep state) მოწამლული ნეოლიბერალური მითოლოგიით. პათოლოგიური რუსოფობები და ევრო-ატლანტიკური გეზის ერთუჯრედიანი მიმდევრები. რეალობის რადიკალურ-ლიბერალური ინტერპრეტატორები-თქო. იმდენად იდეოლოგიზირებული „სტაფი“, რომ სქემების ნებისმიერი გართულებაც კი ამ სფეროში, მათში კოგნიტიურ დისონანსსა და მიღებლობას იწვევს.  ჰმ, ასე და ამგვარად – რაფინირებული, მრალამხვრივ მომზადებული და ზეპარტიული სახელმწიფო მოსამსახურეების ნაცვლად „პლასტელინები“ და ლექი აღზევდა. ეს კი უკვე, თავის მხრივ ალპობს ქართული სახელმწიფოს სულს – თავად განსაჯეთ; აბა რა ტიპის მოტივაცია ექნება მომდევნო თაობას, როცა ხედავს თუ როგორ აღაზევებენ ანონიმური ძალები უსწავლელ, უისიტორიო, ან კორუმპირებულ და ზნეობრივად ამორფულ კადრებს მაღალ თანამდებობებზე?! სწორება ხომ მასეთ ქცევის მოდელზე ექნება იმათაც და არა სახლმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსზე, მორალურ ავტორიტეტზე, ჯარისკაცზე, მასწავლებელზე და ექიმზე, – შესაბამისად მანკიერი წრე გაფართოვდება და მოჯადოვებულიც გახდება.

-«Кадры решают всё», როგორც იტყოდა სტალინი, არა?

დავუშვათ «не всё», მაგრამ ძალიან ბევრს, მით უფრო როცა ქვეყანაში სისტემური მიდგომა არ არსებობს, ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიციაა და ინსტიტუტების განვითარება ემბრიონალურ დონეზეა. მოკლედ, სოციალური ლიფტი დიდწილად შემდეგნაირადაა აწყობილი და ეს უსერიოზულესი პრობლემაა საქართველოსთვის; შეგნებითა და მისწრაფებებით სექტანტი, ღია თუ ლატენტური „მიშისტები“ (ეს რომ უფრო დავღეჭოთ და გავამარტივოდ აღქმისთვის),  რომლებიც მარკერებით ამოიცნობენ რა ხოლმე ერთამნეთს და წინსვლაში ეხმარებიან ერთიმეორეს. ასევე, უმოწყალოდ ძირავენ ნებისმიერ „უცხო“ გამონათებას. მერედა, თუ ამჟამად, ცენტრში ასე თუ ისე, ეს ე.წ. „მეგობარი ქვეყნების“ მიერ თავს მოხვეული მავნე პრაქტიკა დაარეგულირეს, რეგიონებში მაინც კატასტროფული სიტუაციაა ამ მხრივ. უტრირებულად, მიზეზი შემდეგშია; მთავრობების ცვლასთან ერთად, მთელი ეს კონტიგენტი – ძველი ადმინისტარციული ელიტა, გარდამავალ დროშასავით გამარჯვებულ ძალაში გადადიოდა და დროთა განმავლობაში ახალი ძალის პოლიტიკურ ელიტადაც გვევლინებოდა. ჯერ საშუალო რგოლად ყალიბდებოდნენ „ჩუმ ხმაზე“, მლიქვნელობით გაჰქონდათ თავი და დროთა განმავლობაში, როცა იკავებდნენ მოწინავე პოზიციებს „მუსიკასაც უკვეთავდნენ“. ასე რომ, არაა საკმარისი გამოამჟღავნო სახელმწიფოებრივი მიდგომა და გაარღვიო მოხვეული რეალობა საგარეო მიმართულებით, თუ შიდა „მიშისტური ქსელი“ თავად სახელმწიფო სტრუქტურებში და მმართველ პარტიაში, აქაური deep state_ის სახით ვერ გაარღვიე. ეშმაკი დეტალებშიაო; მიმიკრირებული „მიშიზმი“ მაგ მყიფე საგარეო წარმატებასაც ოხრად დაგვიტოვებს-თქო, თუ ამ დეტალებს არ მეხედეს და დროზე!

როგორც ხედავთ, ძალზედ შორს ვარ იმ აზრისგან რომ „ოცნების“ ხელისუფლება იდეალურია, ბევრი პრეტენზიაც გამაჩნია, განსაკუთრებით შიდა მიმართულებებით. საკადრო სფეროში განსაკუთრებით, სადაც სრული ანარქია სუფევს და გარდა ნეპოტიზმისა, დამსახურებული წინსვლის არავითარი მკაცრი პარამეტრი არ არსებობს. ცალკეული გამონაკლისების გარდა, რა თქმა უნდა. რითიც ყველა ჯურის მაქცია, მედროვე თუ კორუმპირებული კადრი სარგებლობს, განსაკუთრებით რეგიონალურ დონეებზე. ეს რომ ცალკეული შემთხვევები იყოს, აიტანდა სახელმწიფო, მაგრამ მასობრივი ხასიათი აქ მიღებული ამ პრაქტიკას. სამწუხაროდ, ვერც სერიოზულ ძალისხმევას ვხედავ ამის აღმოსაფხვრელად „ოცნების“ ლიდერშიპის მხრიდან. თავად ივანიშვილი, რომლის ავტორიტეტზე დევს „ოცნება“ საერთოდ განერიდა აქტიურ პოლიტიკას, ღარიბშვილი კი უფრო საგარეო და კონცეპტუალური გამოწვევებითაა დაკავებული. ეს კი, სწორედ ის დეტალებია, რომელიც ესოდენ ართულებს მდგომარეობას და რომელიც არ აძლევს „ოცნებას“ საშუალებას ჩამოყალიბდეს ერთიან, კორპორატიული იდეით განმსჭვალულ და დრაივით სავსე მოტივირებულ ძალად, პროაქტიული წევრებითურთ და ნათელი, აქტუალური იდეოლოგიით. თუმცა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების არსიც კარგად მესმის და ზედმწევნით გაცნობიერებული მაქვს ის, თუ რა ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მოხერხდა 12-ში „ოცნების“ შეკოწიწება. შესაბამისად ეს თანმდევი ნაკლოვენებაც, პირველქმნილ ცოდვასავით ბუნებრივად მოსდევს ამ ძალას. რამოდენა, შიდა თუ გარე წნეხის ქვეშ იმყოფებოდა ივანიშვილი და რამდენი ნეოლიბერალი თუ შემთხვევითი პირისთვის მოუწია მას „ოცნების“ კარის გაღება; მათთვის, მთელი სამინისტროების, ქალაქების თუ რეგიონების ჩაბარებაც კი. მოგვიენბით დაფერთხა ნაწილობრივ, მაგრამ იმათი მიმდევრები ხომ ბლომად დარჩა „ოცნებაში“. ეს მოკლედ, რაც თავად „ოცნების“ შემაფერხებლად მიმაჩნია და რაც ასაზრდოებს და აძლიერებს „ნაცებს“ სინამდვილეში. მათი მოჩვენებითი სიძლიერე,  ხომ  „ოცნების“ ეკლექტურაბასა და სისუსტეშია, ასევე მეინსტრიმული მედიის ფლობაში. აქედან, მათი გაათმაგებული ელექტორატიც, თორმეტთან შედარებით. ბათუმი კი ამ კუთხით, ხომ საერთოდ ქრესტომატიული მაგალითია; ადგილი, სადაც 9 წლის განმავლობაში, „ოცნებამ“ვერა და ვერ  შეძლო შეექმნა „ნაცების“ დარი კომპეტენტური, მონოლითური და მოტივირებული ჯგუფი, მასთან აფილირებული არასამთავრო სექტორით, მედიით, ეთიანი და მწყობრი შეხედულებების სისტემით წევრებში.  მაგრამ შექმნას ვინღა ჩივის, რასაც დარგობრივი საგნების საბაზისო ცოდნა და კრეატიულობა სჭირდება, როცა სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი აქაური დაწესებულებებიც, ასევე მედია „მიშისტურ“ ბუდე-შტაბებადაა ქცეული და ბოლო თვითმმართველობის ფორმალური მოგებაც ამის თვალსაჩინო დასტურია.

-საინფორმაციო საზოგადოებაში ტელევიზიის როლი უდავოდ უმნიშვნელოვანესია! მით უფრო გაკვირვებას იწვევს ის ვითარება, რომ რეგიონალური, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედია განმსჭვალულია „მიშიზმით“ და არავინ ცდილობს შეცვალოს მათი დისკურსი. მე არ ვამბობ, რომ უნდა აიკრძალოს ეს დისკურსი, მაგრამ ხომ შეიძლება თუნდაც გაფარდოვდეს? 9 წლის თავზე ამის არათუ ტენდეცია, ნიშნებიც არაა.

მცდელობები იყო ნამდვილად, და არც მე დამიკლია ხელი. თუმცა, რომ ჩავყვეთ მაგ ისტორიას, შორს წაგვიყვანს. ვეცდები, და მოკლედ გეტყვით სათქმელს.  პოსტმოდერნისტული სამყაროს ერთ-ერთი მახასითებელია და ჩვენ მის პიკზე და ეპიცენტრში ვიმყოფებით; ეს როცა დიდი იდეები, ორთოდოქსული რწმენა, ტრადიციული ოჯახი, ეროვნული ტრადიციები, გადმონაშთად ცხადდება გარკვეული წრეების მხრიდან და თუ ასეა, ნებისმიერ ჯგუფსაც შეუძლია საკუთარი შეხედულებები უნივერსალურ ფასეულობად გაასაღოს. და თუ ამ ჯგუფის ხელში ტელევიზიაა, მით უფრო მთავარი რეგიონალური და დამატებით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ისინი სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენენ იმ ყველაფრისთვის რასაც ეს დიდი იდეები, ორთოდოქსია და ტრადიციები განასახიერებენ – ქართული სახელმწიფოსთვის!

-რა ტიპის ჯგუფი, წრე გყავთ მხედვეობაში?

ეხება ეს, „იდენტობის პოლიტიკის“ მიმდევრებს და ე.წ. „პროგრსისტებს“, „გენდერული თეორიის“ აპოლოგეტებს, „თავისუფალი სიყვარულის“ მომხრეებს, „კრიტიკულ რასობრივ თეორიისა“ და ზოგადად ყველა ნეოლიბერალური სწავლების სკოლას, იმ ყველაფერს რასაც ჩვენთან ფოლკლორის დონეზე და ერთობლიობაში „მიშიზმს“ უწოდებენ. რაც რა თქმა უნდა არაა სწორი, მაგრამ მეტად გასაგები და ახლო ობივატელისთვის. მერადა მთავარი, რაც ამათ სჭირთ; ელემენტარული უვიცობაა, რომლის უტიფარ ტრანსლაციას ახდენენ ერში და ბერში! სწორედ რომ მასეთი კონტიგენტის გამო, ლამის გასაკილ ცნებად იქცა ჟურნლისტის პროფესია. რადგანაც მთელი თაობები აღიზარადა ნეოლიბერალურ მითოლოგიაზე, გლამურზე და კომიქსებზე. არაორგანულ, საქართველოსთვის უცხო ნარატივებზე, რომელიც იეზუიტური მეთოდებით ტრენდდებოდა ჩვენში ტელევიზიებითა და თანამდებობრივი წახალისებით ვერტიკალში. აი მაგალითად, ქვენა ცნებები და ქცევის მოდელები – ზემოქმედების ტექნოლოგიების მეშვეობით მიბმული იყო ისეთ წმიდათა-წმიდა ცნებაზე როგორიცაა „თავისუფლება“, „მებრძოლი სული“, „ღირსება“ და ა.შ. ამ შიგთავსით გაუკუღმართებული ცნებების შესაბამისად „თავისფლების“ საფარქვეშ ვიღებდით კურტიზანების ცხოვრების წესს ორიენტირად. „მებრძოლი სული“ კი ფეიკ-გმირებთან და „ფრიკებთან“ იგივდებოდა. „ღირსება“ ურა-პატრიოტიზმის მიერ შარვლების ჩახთასთან ატოს ზოლში, „ვაჟა-ექიმთან“ და „სადღეგრძელოების“ ეკვივალენტად იქცა. ასეა ოდითგან, უწიგნურ ადამიანზე ბევრად საშიშია ის ვისაც ერთი წიგნი აქვს წაკითხულიო. რადგანაც სწორედ ის წიგნი ჰგონია ალფა და ომეგა, ერთადერთი სწორი იდეოლოგია და ხედვის კუთხე – ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანცია. აქ ახლა სწორად მინდა გამიგოთ რადგანაც ძალზე დელიკატურ თემასთან გვაქვს საქმე, სადაც ფილიგრანული სიზუსტეა საჭირო ფორმულირებებში; როდესაც ვგმობ მემარცხენე ლიბერალიზმს და მის თანმდევ, გვერდით ეფექტებს ვახსენებ, ეს როდი ნიშნავს რომ მომხრე ვარ მაგალითად მემარჯვენე ლიბერალიზმის ან სულაც ობსკურანტიზმის, როგორც ეს შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს. არამც და არამც! საქმე რაშია და, თუ ზედმეტად გადაიხრები რწმენაში მარჯვნისაკენ იღებ ფუნდამენტალიზმს. მარცხნისაკენ კი მორალურ რელატივიზმს და ამიტომაც ყოველთვის შუალედური გზის მომხრე ვარ, სულ ეგაა და აქიდანაც ამოვდივარ დანარჩენშიც. ეს, ახლა რასაც გეუბნებით ანა-ბანაა და ამაზე დიდი ხნის წინ რომ ეფიქრათ, არც ასეთ მდგომარეობაში ვიქნებოდით!

პირადად, ბევრჯერ ვცადე ამეხსნა და დამიღეჭია კიდეც გადაწყვეტილებების მიმღებებისთვის. არაერთი გამოსვლა მქონდა სხვადასხვა არხით და წერილიც მიმიძღვნია. შეაყარე კედელს ცერცვიო, მაგაზეა ნათქვამი – როდესაც პროფშეუსაბამო ხალხი გიზის თანამდებობებზე. ვერა და ვერ ითავისებენ ერთ ელემენტარულ ჭეშმარიტებას; ბეგრაუნდითა, ცოდნით, შეგნებით ტექნიკურ მუშაკს არ შეუძლია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, რაც ასეთი მეტამორფოზებისთვისაა საჭირო. არადა, ბედის ირონიის გამო აღმოჩნდება რა პოლიტიკურ თანამდებბაზე ასეთი ახლომხედველი პერსონა და მთავრდება იქ ქვეყანა, რეგიონი, ქალაქი, ტელევიზია და ა.შ. რადგანაც სურაგატია; ჰგავს იმას რაც უნდა იყოს, მაგრამ არ არის არსით. ამიტომაც, საქმიანობის მხოლოდ იმიტაცია, მიბაძვაა მისი აქტივობა და იმათზე ხელის შეშლა ვისაც ესმის ეს საგანი და გაუკეთებია კიდეც. მერედა რაშია მთავარი პრობლემა აქ; სანამ ამას არ იზამ, სხვა შრეების ტრასფორმაციასაც ვერ მოახდენ. რადგანაც, თანამედროვე ძალაუფლება დიდწილად სწორედ რომ დისკურსზეა აგებული და არა იმაზე, რომ ვინმეს ქუჩიდან ჩააცვა შარვალ-კოსტუმი და დაარქვა მინისტრი და ა.შ.  მაგალითად, დისკურსი განსაზღვრავს, თუ როგორ ვაფასებთ ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფს და რას ვუწოდებთ მის საქმიანობას: თავისუფლებისთვის ბრძოლას თუ ანტიკონსტიტუციურ ძალადობრივ ქმედებას. ამგვარი შეფასებები და ინტერპრეტაციები საზოგადოებაში კი, თავისთავად არ ყალიბდება. ამ წარმოდგენებს ქმნის დისკურსი. თავად დისკურსი და იდეოლოგია კი დღეს, სატელევიზიო სივრციდან და სოციალური მედიიდან წარმოებს. შესაბამისად, საქართველოში და კერძოდ აჭარაში, იდეოლოგიას განსაზღვრავს ჟურნალისტთა კლასი, რომელსაც ხშირად საერთოდ არ აქვს დეკლარირებული იდეოლოგია, მაგრამ ამავე დროს ყველაზე მძლავრი იდეოლოგიური პროექტის მატარებელია და ეს კვაზიიდეოლოგია აქ, არც მეტი არც ნაკლები „ჩვეულებრივი მიშიზმია“. აქედან ეს აღვირახსნილი ქსონოფობიაც ეკრანებზე და სოციალურ ქსელებში, მაგ სფეროში დასაქმებულთაგან. ასე რომ, მთავარი შემაფერხებელია; კადრები, დოქტრინა და იდეოლოგიაა – გამოსწორდება ეს, ეშველება დანარჩენსაც! წინააღმდეგ შემთხვევაში სიზიფეს შრომაა მთელი ეს „ოცნების“ ძალისხმევა, მოახდინოს ქვეყნის სრული „დემიშიზაცია“.

 

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე