პოლონეთის პრემიერი მაკრონს: რამდენჯერ გქონდათ პუტინთან მოლაპარაკება და რას მიაღწიეთ? ჰიტლერთან, სტალინთან ან პოლ პოტთან მოლაპარაკებას გამართავდით?

„ბატონო პრეზიდენტო, რამდენჯერ გქონდათ მოლაპარაკება პუტინთან და რას მიაღწიეთ? შეაჩერეთ თუ არა მის მიერ განხორციელებული რაიმე ქმედება? დამნაშავეებთან მოლაპარაკება არ უნდა აწარმოო, მათ უნდა ებრძოლო. ჰიტლერთან მოლაპარაკება არავის დაუწყია. ჰიტლერთან, სტალინთან, პოლ პოტთან მოლაპარაკებას აწარმოებდით?“ – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გაიგოს დასავლეთის ქვეყნების მოთხოვნები და რუსეთის მიერ მათი უგულებელყოფის ფასი.

„თავიდანვე პრეზიდენტმა მაკრონმა ყველა შესაძლო საშუალება გამოიყენა, რათა პუტინს ომი შეეჩერებინა“, – აღნიშნეს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.