რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, მომღერალ დიანა ღურწკაიას რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭა.
ქართველმა მომღერალმა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია, 8 მარტს, კრემლის საკონცერტო დარბაზში იმღერა.
ბრძანებულებაში წერია, რომ წოდება ღურწკაიას “პოპ-არტის განვითარებაში შეტანილი დიდი დამსახურებისთვის“ მიენიჭა.
მომღერალმა 2006 წელს რუსეთის დამსახურებული არტისტის წოდებაც მიიღო.