სენაკის გარეუბანში 25 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ხეზე ჩამოკიდებული ნახეს.
იქვე იდგა მისი ავტომობილი, რომლითაც ის, სავარაუდოდ, საბედისწერო ადგილამდე მივიდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდანაა.
სხვა დეტალები უცნობია, ასევე უცნობია, თუ რა მიზნით იმყოფებოდა იგი სენაკში და რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.