ჩინეთი აშშ-ს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნისკენ მოუწოდებს

ჩინეთი აშშ-ს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა.

ჩი

„აშშ ამ ქაოსით მდიდრდება. სანქციები ვერ აღადგენს მშვიდობას და ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. თუ აშშ-ს უკრაინაში შექმნილი კრიზისის მოგვარება სურს, მათ უნდა შეწყვიტონ ცეცხლზე ნავთის დასხმა და რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესება“, – განაცხადა ჩჟაო ლიცზიანმა.

აშშ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან და ევროკავშირთან კოორდინაციით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს დღეს წარადგენს.