პუტინის მიზანია, საბოლოოდ ააშენოს ღია ევრაზია – ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე, ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი წერს.
ტელეგრამში გავრცელებულ განცხადებაში მედვედევი უკრაინულ მხარეს ყალბი ამბების გავრცელებაში, დასავლეთს კი “ტროლების ქარხნების” მართვაში ადანაშაულებს.
ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ პუტინმა მტკიცედ დაისახა მიზნად უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია. მისი მიზნებია უკრაინელების ცნობიერების შეცვლა, მომავალი თაობების მშვიდობა და შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ, ააშენონ ღია ევრაზია – ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე.