ჯერ მაინც ვიკავებ თავს, რომ საჯაროდ დავარქვა მათ ის სახელი, რასაც იმსახურებენ – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე დმიტრო კულებას განცხადებაზე „უკრაინა საქართველოსგან ელის მტკიცებულებებს, რომ სანქციების გვერდის ავლით არ ეხმარება რუსეთს“.
„თურმე აქეთ ჩვენ უნდა ვუმტკიცოთ მათ, რომ აქლემი არ ვართ. ჯერ მაინც ვიკავებ თავს, რომ საჯაროდ დავარქვა მათ ის სახელი, რასაც იმსახურებენ“- წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველომ ვერ დაამტკიცა, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება.