ბექა დავითულიანი: რა თქმა უნდა, დასაგმობია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების ვიზიტი რუსეთში

დასაგმობია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების რუსეთში ვიზიტი, რომელიც უკვე მეორე თუ მესამეა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„ამ პოლიტიკურ კონტექსტში, როდესაც შენს ოკუპანტ ქვეყანაში ჩადიხარ, რომელიც პარალელურად შენს მეგობარ ქვეყანაში სამხედრო აგრესიას ახორციელებს, რა თქმა უნდა, დასაგმობია და მისაღები არ არის“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ და შეხვედრებს მართავენ.