მიმდინარეობს უმძიმესი ომი ასეთივე სასტიკი საინფორმაციო ომის თანხლებით, რომლის დროსაც ფეიკინდუსტრიამ სულ ახალი მასშტაბები შეიძინა.
დაატარებენ დასახიჩრებული ადამიანებისა და საცოდავი ბავშვების სურათებს, იღვრებიან ნიანგის ცრემლებად და სულაც არ აინტერსებთ, რეალურად ვინ ვისი მსხვერპლია.
ამ ფოტოზე გამოსახული უკრაინის ქუჩებში დაყრილი მსხვერპლი-ფიტულებიც ბევრისთვის ეჭვგარეშე მსხვერპლია, ისე არიან დაზომბირებულნი.
ფაქტია – რეალობა მართლაც მძიმეა და სამხედრო დანაშაულობებიც ორივე მხრიდან ხდება, მაგრამ ეშმას ყუთით გამოთაყვანებულებს აზროვნება მხოლოდ ერთ განზომილებაში შეუძლიათ, ისე აქვთ საინფორმაციო მუსორით ამოლესილი ტვინის ღერა -ღერა შერჩენილი ნაოჭები.
იმათზე ხომ აღარაფერს ვამბობ, პროფესია რომ აქვთ ასეთი – ფეიკების გადამამუშავებელი ქარხანა.