უკრაინის ელჩმა გერმანიაში დაამტკიცა, რომ კიევში ნამდვილად ფაშისტური რეჟიმია! – რას ნიშნავს მელნიკის სიტყვები

ოთხშაბათს დილით უკრაინის ელჩმა გერმანიაში, გვარად მელნიკმა, თავის “ტვიტერზე” შემდეგი შინაარსის წინადადება გამოაქვეყნა:

“ყველა რუსი ახლა ჩვენი მტერია” და თავის ინტერვიუზე მიუთითა, რომელიც მან “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგს” მისცა. Twitter-ის მომხმარებლებს არ მოეწონათ მელნიკის ასეთი რადიკალიზმი და ხისტი აზროვნება “მტერი-მეგობარი”-კატეგორიებით. მიუხედავად იმისა, რომ რუსი ჯარისკაცების ქმედებები “დასაგმობია” და რუსების “შემაშნებლად დიდი რაოდენობა” მხარს უჭერს ომს, განზოგადება არ უნდა მოხდეს – მიიჩნევენ მელნიკის “ტვიტერ”-გამომწერები, იუწყება “ჰანდელსბლატი“. თუმცა ისეთებიც გამოჩნდნენ, ვინც გარკვეული მხარდაჭერა გამოხატა კიევის რეჟიმის ელჩის მიმართ, ინტერვიუში გაკეთებული მისი შემდგომი განცხადებების გამო.

ინტერვიუში კი, მელნიკმა, კერძოდ, აღნიშნა: „ ახლა არ შეიძლება მოხდეს ცუდი რუსებისა და კარგი რუსების გარჩევა იმიტომ, რომ რუსეთი უკრაინასთან ომშია. ეს არ არის პუტინი, ვინც მოკლა ხალხი ბუჩაში. ისინი იყვნენ კონკრეტული ადამიანები რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან. მათ ჰყავთ თავიანთი ნათესავები, ურეკავენ მათ სახლში და თან ძარცვით არიან დაკავებულნი. ჩვენ გვაქვს ათასობით სატელეფონო ზარი, რომლებიც ჩავწერეთ, როგორც მტკიცებულება ომის ტრიბუნალისთვის“.

ამ ომს „ხალხი, რუსები აწარმოებენ“, – თქვა მელნიკმა, რომელიც ცნობილია თავისი აგრესიული გამონათქვამებით და გერმანიის პოლიტიკოსებს – როგორც გადამდგარებს (მაგალითად, ანგელა მერკელს), ისე მოქმედებს (მაგალითად, პრეზიდენტ შტაინმაიერს), აბუჩად მოიხსენიებს (და მას ეს გასდის – გერმანიის ხელისუფლება მის წინააღმდეგ ზომებს არ ატარებს).

აშკარაა, რომ მელნიკი, ტიპიური შიზოიდი, ფაშისტურ იდეოლოგიას ქადაგებს შუაგულ გერმანიაში. ჩვენი სახელოვანი თანამემამულის, იოსებ სტალინისა და მისი გენერლების მიერ ჩატარებული გერმანიის დენაციფიკაციის შემდეგ, გერმანელებისთვის უცხოა ამგვარი აზრები. ახლა, როგორც ჩანს, მათ კვლავ აჩვევენ ფაშისტურ აზროვნებას, როდესაც ყველა რუსს მტრად უხატავენ.

რასაკვირველია, ბუჩაში დადგმული უნიჭო და თან ამაზრზენი სპექტაკლი ემსახურებოდა იმ საშინელი ვიდეოკადრების გადაფარვას, რომლებიც მანამდე გავრცელდა და რუსი სამხედრო ტყვეების, ასევე უკრაინის მოქალაქეების სასტიკი წამებაა ასახული, უკრო-ფაშისტების მიერ.

ასეა თუ ისე, მელნიკის აზროვნება არის ფაშისტური. ებრაელების ჰოლოკოსტიც ასე დაიწყო – ჰიტლერმა ყველა ებრაელი გამოაცხადა გერმანიის წინაშე დამნაშავედ, მტრად, განადგურების ღირსად. ბუნებრივია, განათლებული ადამიანები ხვდებიან ამ ანალოგიას და არ მოეწონებათ უკრაინელი ელჩის ინტერვიუ, რომელიც ერთი (არა-)კაცის პოზიცია არ გახლავთ, არამედ კიევის რეჟიმის ფაშისტურ არსს წარმოადგენს. მელნიკმა დაამტკიცა კიდეც, რომ კიევში ფაშისტები არიან მოკალათებულნი (მათი ეთნიკური წარმოშობა არანაირ როლს არ ასრულებს, ეროვნებით ებრაელი ზელენსკიც პირწავარდნილი ფაშისტია).

მაგრამ ვინაიდან საქმე რუსეთს ეხება და არა ებრაელებს, ევროპელთათვის რაღაც-რაღაცებზე თვალების დახუჭვა “დასაშვებია”.

 

გულბაათ რცხილაძე