უნგრეთი მზადაა, რუბლში იყიდოს რუსული გაზი — Reuters

უნგრეთი მზადაა, რუსული გაზი რუბლში იყიდოს. აღნიშნულის შესახებ ოთხშაბათს, 6 აპრილს გახდა ცნობილი — იუწყება სააგენტო Reuters. ამ ფორმით ბუდაპეშტი ღიად ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრი არაერთი წევრის პოზიციას, რომელთაც უარი თქვეს ვლადიმერ პუტინის ულტიმატუმზე.

რუსულ გაზთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს პრესკონფერენციაზე, Reuters-ის ჟურნალისტმა ჰკითხა. საპასუხოდ ორბანმა თქვა, რომ უნგრეთი რუბლში გადაიხდის გადაზიდვების საფასურს, თუ რუსეთი ამას მოითხოვს.

თანხის გადახდის თარიღამდე რამდენიმე კვირით ადრე, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ კონტრაქტები, რომლებიც დოლარსა და ევროშია გაფორმებული, ასევე უნდა დარჩეს.

თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირის ხელისუფალთ  „არავითარი როლი“ არ აქვთ რუსეთის მიერ უნგრეთისთვის გაზის მიწოდების შეთანხმებაში, რომელიც ეფუძნება ორმხრივ კონტრაქტს უნგრეთის სახელმწიფო კომპანია “MVM”-სა და რუსულ “გაზპრომს” შორის.

 

“ნეტგაზეთი”